არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
დღეს ევროთასების პლეი ოფების კენჭისყრაა
10:01 16-12-2011
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპული ფეხბურთის სახლში ევროთასების საპლეიოფო კენჭისყრები გაიმართება. ჩვენი დროით 15 საათზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები შეიტყობენ თავიანთ მეტოქეებს. ერთ საათში კი ევროპა ლიგის 1/16 და მერვედფინალური სტადიების წილისყრაც მოეწყობა.

ბუნებრივია, საფეხბურთო სამყარო განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგით არის დაინტერესებული, თუმცა არც ევროპა ლიგის მომავალი ბატალიები უნდა იყოს უინტერესო, ჩემპიონთა ლიგიდან იქ ხომ ისეთმა კლუბებმა გადაინაცვლეს როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "ვალენსიაა".

ბოლო დროის ჩვეულებისამებრ, კენჭისყრებს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო გაუძღვება, რომელსაც უეფას საშეჯიბრო კომიტეტის დირექტორი ჯორჯო მარკეტი დაეხმარება. ჩემპიონთა ლიგის ბურთულებს მიუნხენის ფინალური მატჩის "ელჩი" პაულ ბრაიტნერი ამოიღებს, ხოლო ევროპა ლიგისას - ბუქარესტის ფინალური მატჩის "ელჩი" მიოდრაგ ბელოდედიჩი.

ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებულები განთესილები არიან, ხოლო მეორეადგილოსნები - განუთესავები. ამასთან, ერთი და იმავე ჯგუფის წარმომადგენლები, ისევე როგორც ერთი და იმავე ასოციაციის წევრები, ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან მერვედფინალურ ეტაპზე. წყვილებში პირველ თამაშს შინ განუთესავები გამართავენ.

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ასე წარიმართება: განთესილია 12 ჯგუფის გამარჯვებული, 12 ჯგუფის მეორეადგილოსანი კი - განუთესავი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გადმოსულ 8 გუნდს (მესამეადგილოსნები) 4 უკეთესი რეიტინგისა განთესილი იქნება, 4 უარესი - განუთესავი. ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაზე განთესილი იქნება: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ოლიმპიაკოსი" და "ვალენსია". განუთესავები არიან: "პორტუ", "აიაქსი", "ტრაბზონი" და "ვიქტორია".

ევროპა ლიგაზეც იგივე შეზღუდვებია, ერთი და იმავე ასოციაციის გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან, ისევე როგორც ერთი და იმავე ჯგუფის წევრები. განთესილები საპასუხო მატჩებს შინ თამაშობენ. კენჭისყრის შემდეგ წყვილები დაინომრება და იქვე მერვედფინალური ეტაპის წილისყრაც გაიმართება. ამასთან, ბურთულიდან ამოსული პირველი წყვილის გამარჯვებული პირველ მატჩს შინ გამართავს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში გასული 16 გუნდიდან 7 ამ ტურნირის ყოფილი გამარჯვებულია, ხოლო 4 - ახალბედა. მართალია, "ბაზელს" ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია (ახლა ეს ეტაპი გაუქმებულია), მაგრამ პლეი ოფისთვის ეს შვეიცარიული კლუბი დებიუტანტია, ისევე როგორც კვიპროსული აპოელი, "ნაპოლი" და "ზენიტი". ამ კვარტეტმა უკვე დიდ შედეგს მიაღწია. კენჭისყრას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თქმა არ უნდა - განუთესავ გუნდს შეიძლება შეხვდეს კვიპროსული აპოელი ანდა, ვთქვათ, "ბარსელონა" ან "რეალი". დაგვეთანხმებით, კვიპროსული ფეხბურთის გმირი-კლუბისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, განსხვავება უზარმაზარია.

ჩემპიონთა ლიგა
განთესილები
ბაიერნი (გერმანია)
ინტერი (იტალია)
ბენფიკა (პორტუგალია)
რეალი (ესპანეთი)
ჩელსი (ინგლისი)
არსენალი (ინგლისი)
აპოელ (კვიპროსი)
ბარსელონა (ესპანეთი)

განუთესავები
ნაპოლი (იტალია)
ცსკა (რუსეთი)
ბაზელი (შვეიცარია)
ლიონი (საფრანგეთი)
ლევერკუზენი (გერმანია)
მარსელი (საფრანგეთი)
ზენიტი (რუსეთი)
მილანი (იტალია)

პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება 14/15 და 21/22 თებერვალს, საპასუხოები - 6/7 და 13/14 მარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...