"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაბრუნდეს, იმ შემთხვევაში თუ ფიფა თავისი სიტყვას შეასრულებს და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციას მისცემს.ფიფასა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონფლიქტის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო შეხვედრაში "სიონის" მხრიდან "სელტიკთან" დაპირისპირების დროს მოედანზე იმ ფეხბურთელების გამოყვანა გახდა, რომლებსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდათ.
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ფედერაციას "სიონის" დასჯა 13 იანვრამდე მოსთხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შვეიცარიის კლუბებს ევროთასებზე გამოსვლა აეკრძალებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბაზელს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, მიღწეული შედეგი დაეკარგება.
იმ შემთხვევაში თუ "ბაზელი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს, მის ადგილს მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულმა გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ 3:3 ითამაშა, ხოლო საკუთარ კედლებში გამარჯვებას (2:1) მიაღწია, რითაც "წითელ ეშმაკებს" მერვედფინალის საგზური არ დაუთმო.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით


