1. ნუნუ კლარო (კლუჟი): პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ "კლუჟმა" "რომასთან" დიდი ანგარიშით არ წააგო. გაშვებულ გოლებში კი (განსაკუთრებით ბორიელოს ბრწყინვალე გოლში) ბრალი არ მიუძღვის.
2. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი): ლონდონელთა მარჯვენა მცველმა იდეალური მეურვეობა გაუწია ბრანდაოს და "ჩელსის" დაცვის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი გახლდათ. ამასთან, შეტევაშიც ბევრი იშრომა.
3. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი): ტოტენჰემელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მარცხენა ფლანგი აიკლო, პენალტი მოიპოვა და გოლიც გაიტანა - მეტი რა უნდა გააკეთოს მარცხენა გარემარბმა? მარგი ქმედების მასზე დიდი კოეფიციენტი მარტო რომან პავლიუჩენკოს ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი სიმბოლურში ვერ მოხვდა - თავდასხმაში დიდი კონკურენციის გამო.
4. კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე): 18 წლის მცველმა თავი საუკეთესო ასპექტში წარმოაჩინა - ბერძენმა დისკვალიფიცირებული ჰიოვედესი ბრწყინვალედ შეცვალა და ჯეფერსონ ფარფანთან ერთად, "ბენფიკასთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ.
5. ფილიპ მექსე (რომა): იმ დროს, როცა "რომას" წინახაზელები ტოტი, ვუჩინიჩი და ადრიანო ზარმაცობდნენ, ცენტრალურმა მცველმა გაიტანა გოლი, რომელიც ძალიან ეფექტური გამოვიდა.
6. ეიონ ენო (აიაქსი): ის "აიაქსის" შემადგენლობაში ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველი იყო და ეს იმ დროს, როცა მილანი ერთბაშად სამი ჩამშლელით თამაშობდა. შესაბამისად, ორმაგი ხუთიანი მას იმაში, რომ თავის საქმეს თავი იდეალურად გაართვა.
7. ჯეფერსონ ფარფანი (შალკე): თუ "შალკე" "ბენფიკასთან" უტევდა, მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან, სადაც ფარფანი მოქმედებდა. გელზენკირხენული კლუბი გამარჯვების გზაზე სწორედ ფარფანმა დააყენა.
8. ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი): შვაინიმ "ბაზელს" ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაუტანა, მაგრამ თუ "ბაიერნიდან" ვინმეზე ითქმის, კარგად ითამაშაო, მხოლოდ ბასტიანზე.
9. სამუელ ეტო"ო (ინტერი): კამერუნელი ტურის გმირიცაა, რადგან რადგან ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასი მიითვალა და კიდევ არაერთი მომენტი შექმნა "ვერდერის" კართან. ბრემენელ მცველებს შავი დღე რომ გაუთენდათ, პირველ რიგში ეტოოს დამსახურებაა.
10. ვესლი სნეიდერი (ინტერი): კიდევ ერთი ინტერელი, რადგან ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა (თანაც ისევ ულამაზესი დარტყმით) და ამასთან, ეტო"ოსაც გაატანინა.
11. ლუის ადრიანო (შახტარი): ეს ფეხბურთელი "შახტარის" გამარჯვების ("ბრაგასთან" 3:0) უმთავრესი და თამამად ვიტყვით, ერთადერთი შემოქმედია: ორი გოლი ხომ თვითონ შეაგდო და მერე ის პენალტი მოიპოვა, რომლის წყალობით ანგარიში 3:0 გახდა.
განყოფილებები
ვალუტის კურსი
23-05-2012
|
1
|
EUR
|
2.0795
|
|
10
|
RON
|
4.6779
|
|
1
|
TRY
|
0.8927
|
ამინდი
თელავი
17
-
25
°C
ქუთასი
18
-
31
°C
თბილისი
15
-
24
°C
23-05-2012
ავტორები
სამუელის სამი გოლი, საგოლე პასი და კიდევ ბევრი რამ...
20:44 30-09-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
რუსთავის "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს"...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...
You must have Flash Player installed in order to see this player.
13:10 / 23-05-2012
როგორც გაირკვა, სარეკლამო ბანერი...
11:50 / 23-05-2012
მოსკოვის ავტოშოუზე ორიგინალურად მოხატული...
11:18 / 23-05-2012
მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა მსოფლიოში...
სანამ გაალმასებულები კომენტარების წერას დაიწყებთ, მაცალეთ...სათაურში,...


