არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
U17 პირველ მატჩში მასპინძელთა წინააღმდეგ
14:23 22-01-2012
მინსკის საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სადებიუტო მატჩისწინა ვარჯიში გამართა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა.

დასკვნითმა ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა. ვასილ მაისურაძემ მოთამაშეები, ძირითადად, სულ ბურთთან ამუშავა და კომბინაციები დაამუშავებინა. საბედნიეროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არავის აწუხებს და ყველა სრული დატვირთვით ემზადება.

უკვე მინსკში იმყოფება ტურნირის ყველა მონაწილე გუნდი, რომელთაგან, ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა ამავე საღამოს ივარჯიშეს. ჩვენამდე - ბელორუსებმა, ხოლო ჩვენს შემდეგ - ბელგიამ. საქართველოს ნაკრებთან ერთად, სასტუმრო "სპუტნიკში" ცხოვრობენ უკრაინისა და ლატვიის ნაკრები გუნდები.

მინსკის მე-8, საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი 22 იანვარს, დილიდან დაიწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ლიტვისა და უკრაინის გუნდები დაუპირისპირდებიან. შემდეგ, რუსეთი ეთამაშება ფინეთს. თბილისის დროით 16:00 საათიდან კი, უკვე ჩვენი ჯგუფის შეხვედრები დაიწყება. ბელგიისა და ლატვიის მატჩის შემდეგ, საღამოს 18:00 საათზე, დაგეგმილია ტურნირის საზეიმო გახსნა, რის შემდეგაც, 19:00 საათზე, დღის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართველ 17-წლამდელებს მეტოქედ მასპინძელთა ნაკრები ეყოლება.

როგორც ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ტურნირის გახსნას და ცენტრალურ თამაშს ბევრი მაყურებელი ეყოლება. ტურნირის აფიშები და ბილბორდები თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბითაა გამოფენილი და დასწრებაც უფასოა.

ადგილობრივი სპორტული პრესაც ადეკვატურ ყურადღებას იჩენს ტურნირის მიმართ. გამოქვეყნდა ბელორუსის 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მიხაილ მარხელის ინტერვიუც, სადაც, თავისი გუნდის მოსამზადებელ პროცესთან ერთად, ის მეტოქეებზეც საუბრობს.

"ჩვენი ჯგუფიდან, მხოლოდ ქართველებზე არ ვიცით არაფერი. ბელგიასთან და ლატვიასთან ნათამაშები გვაქვს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები ჩვენთვის ჯერჯერობით ამოუცნობი გუნდია. თუმცა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ეს გუნდი ელიტ-რაუნდშია გასული, ცხადია, რომ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე" - ამბობს მარხელი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელორუსის 17-წლამდე ნაკრები გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ამსახველი რეპორტაჟისა და ფოტორეპორტაჟის გაცნობის საშუალება სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გექნებათ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...