საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირის წარმატებით დაწყების შემდეგ, სადაც ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ბელორუსის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, მორიგ მეტოქესთან, ბელგიის ნაკრებთან 4:2 გაიმარჯვა.პირველ შეხვედრაში ბელგიელმა 17-წლამდელებმა ლატვიელი თანატოლები 4:0 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ჯგუფების პირველადგილოსნები აგრძელებენ, რომლებიც ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პირველი ადგილისთვის A ჯგუფში ბელგიასთან, ლატვიასთან და ბელორუსთან იბრძვის.
ამჟამად მაისურაძის შეგირდები ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს ჩვენებურები 25 იანვარს თბილისის დროით 16:40 საათზე ლატვიასთან გამართავენ.


