არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
საქართველო VS უკრაინა - რეპეტიცია ფინალში
12:00 27-01-2012
დღეს, თბილისის დროით 17 საათიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბელარუსული ბატალიების შესახებ "ლელო" ინფორმაციებს ოპერატიულად გაწვდიდათ, დღევანდელი მატჩის წინ კი მეტოქეზე მცირე ინფორმაციას გაგაცნობთ და მის მიერ ფინალამდე განვლილ გზას გაგახსენებთ.

უკრაინის ნაკრებზე საუბრით თავს არ შეგაწყენდით, ეს გუნდი ჩვენი ოფიციალური მეტოქეც რომ არ იყოს. შეგახსენებთ, მარტის ბოლოს თბილისი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდს უმასპინძლებს, რომელშიც, უკრაინის გარდა, ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები ესპანეთი და ინგლისი იქნებიან. ასე რომ, ქართველები, გარდა იმისა, რომ მინსკში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მეტოქეს დაზვერავენ კიდეც.

ბუნებრივია, უკრაინელებიც დააკვირდებიან ჩვენებს. ისიც საინტერესოა, მეტოქეები ერთმანეთს სრულ პოტენციალს უჩვენებენ თუ მწვრთნელები რაღაც-რაღაცებს დამალავენ.

უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებს ალექსანდრ პეტრაკოვი წვრთნის. ელიტრაუნდამდე უკრაინელებმა რის ვაივაგლახით გააღწიეს - 2:0 ბელგიასთან, 0:1 ხორვატიასთან და 0:0 აზერბაიჯანთან. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უკრაიანას ყოველთვის ჰყავს ჭაბუკთა ძლიერი ნაკრებები, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყანამ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ბელარუსის ტურნირზე პეტრაკოვის გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო - ლიტვას 2:1 სძლია, ფინეთი 5:0 გაანადგურა, ფინალის საგზური კი რუსეთის 2:0 ძლევით დაიბევა.
უკრაინის ნაკრების ფორვარდ დმიტრი ბილონოგს ტურნირზე 4 გოლი აქვს გატანილი. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ჩვენს თავდამსხმელ დავით ჯიქიას და ბომბარდირთა დავას სწორედ ეს ორი ფეხბურთელი ლიდერობს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მინსკის ტურნირის ყველა მატჩის შედეგს გაგახსენებთ და სატურნირო მდგომარეობასაც გაგაცნობთ.

A ჯგუფი
საქართველო-ბელარუსი 4:3
ბელგია-ლატვია 4:0
საქართველო-ბელგია 4:2
ბელარუსი-ლატვია 2:1
საქართველო-ლატვია 2:2
ბელგია-ბელარუსი 1:0

გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 2 1 0 10-7 7
2. ბელგია 3 2 0 1 7-4 4
3. ბელარუსი 3 1 0 2 5-6 3
4. ლატვია 3 0 1 2 3-8 1

B ჯგუფი
უკრაინა-ლიტვა 2:1
რუსეთი-ფინეთი 4:0
უკრაინა-ფინეთი 5:0
რუსეთი-ლიტვა 1:0
უკრაინა-რუსეთი 2:0
ლიტვა-ფინეთი 1:1

გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 3 3 0 0 9-1 9
2. რუსეთი 3 2 0 1 5-2 6
3. ლიტვა 3 0 1 2 2-4 1
4. ფინეთი 3 0 1 2 1-10 1

დღეს
მატჩი მე-7 ადგილისთვის
ლატვია-ფინეთი

მატჩი მე-5 ადგილისთვის
ბელარუსი-ლიტვა

მატჩი მე-3 ადგილისთვის
ბელგია-რუსეთი

ფინალი
საქართველო-უკრაინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
lg
18:03 27-01-2012
ვინმემ იცის სად შეიძლება ყურება? ლინკს დადებთ? ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს ბიჭებს
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...