არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ვასილ მაისურაძე: ელიტრაუნდისთვის მზად უნდა ვიყოთ
18:08 30-01-2012
მინსკის ტურნირიდან სამშობლოში დაბრუნებული 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები 30 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედია-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდნენ.

ვასილ მაისურაძემ მოკლედ შეაჯამა განვლილი ტურნირი და გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"საერთო ჯამში, გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. რვა გუნდში მეორე ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, ფინალში უკრაინასთან მარცხი ყველასათვის გულდასაწყვეტი იყო, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ფინალში ჩვენმა გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშა.

ფაქტია, რომ უკრაინას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. ეს გუნდი თბილისში ელიტრაუნდის სათამაშოდ მარტში ჩამოვა და კარგია, რომ მათთან თამაშის გამოცდილება ბიჭებს უკვე აქვთ და ეს აუცილებლად წაგვადგება.

ახლა, მთავარია, შეცდომები გავაანალიზოთ და ხარვეზების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ. ელიტრაუნდისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ - ფიზიკურად, ტაქტიკურად თუ ფსიქოლოგიურად. ამ ამხრივ, მინსკის ტურნირმაც დიდი სამსახური გაგვიწია. გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება, თუმცა, არაა გამორიცხული, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ" - განაცხადა მაისურაძემ.

თებერვალში ნაკრების შეკრება არ იგეგმება და ფეხბურთელები თავის კლუბებში მოემზადებიან. მარტში, ელიტრაუნდამდე 17-წლამდელებს კიდევ ერთი გასვლა ექნებათ და ლუქსემბურგს ეწვევიან, სადაც მასპინძელთა ასაკობრივ ნაკრებთან 12 და 15 მარტს ორ ტესტ-მატჩს ითამაშებენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, დასკვნით საწვრთნელ შეკრებაზე გადავლენ.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტიდან, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისი 17-წლამდელთა ნაკრების ელიტრაუნდის მატჩების მასპინძელი იქნება. ჩვენს დედაქალაქს ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები ეწვევიან.

g
ff.ge
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...