არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ალექსანდრე ჩივაძე ნაკრებში დაბრუნდა
13:30 31-01-2012
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე დაინიშნა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ალექსანდრე ჩივაძესთან ამ თემაზე მოლაპარაკებები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"მოხარული ვართ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება 19-წლამდელთა ნაკრებს, მოგეხსენებათ, რომ მისი მთავარი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი. დღეისთვის ჟორჟიკაშვილი წარმატებით მუშაობს რუსთავის "ოლიმპში". ეს ადგილი თავისუფალი იყო და ამ თანამდებობაზე დაინიშნა კახა კაჭარავა, ხოლო 17-წლიანებში, ბოლო თამაშში ცუდი შედეგის გამო, გელა შეყილაძესთან ხელშეკრულება შეწყდა და ახალი ხელშეკრულება დაიდო ნოდარ აკობიასთან", - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

ალექსანდრე ჩივაძე კი აცხადებს, რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა მისთვის ახალი გამოწვევაა და აღნიშნული გადაწყვეტილება სიამოვნებით მიიღო.

"ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულმა ნაკრებმა უნდა მიიღოს შევსება, ამიტომ უზარზამარი სამუშაო და სელექცია იქნება ჩასატარებელი, რათა არც ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამოგვრჩეს მხედველობიდან", - აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.

სამწვრთნელო შტაბში მას დაეხმარებიან ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალექსანდრე ჩივაძემ სოსო ჭედია შეცვალა. რაც შეეხება სოსო ჭედიას, ის ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტობას გააგრძელებს.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...