არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
19-წლამდელთა ნაკრებში კახა კაჭარავას გრიგოლ ჭანტურია დაეხმარება
11:32 07-02-2012
31 იანვარს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ასაკობრივი ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელები წარადგინა.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს კახა კაჭარავა გაწვრთნის. თუმცა, უცნობი დარჩა ერთი საინტერესო ფაქტი, რაც იმავე დღეებში გადაწყდა - კაჭარავამ ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად გრიგოლ ჭანტურია მიიწვია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების, ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონისა" და სიმფეროპოლის "ტავრიას" ყოფილმა მეკარემ 2010 წლის დეკემბერში კარიერა რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

"მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვიყავი, მაგრამ რუსთავიდან წამოსვლის შემდეგ არც გუნდში მიმუშავია და არც საფეხბურთო სკოლაში. სტადიონი და ფეხბურთი კი ძალიან მომენატრა. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, კახა კაჭარავამ დამირეკა და 19-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების გაწვრთნა შემომთავაზა.

ცხადია, სიხარულით დავთანხმდი. მანამდე ნოდარ აკობიამ მკითხა, მეკარეთა მწვრთნელობას შეძლებდიო? როგორც ჩანს, რეკომენდაცია გამიწია. ნაკრებში მუშაობა საპასუხისმგებლოა და ამ ნდობისთვის მათ და ფედერაციას მადლობას ვუხდი.

მართალია, მწვრთნელად არასოდეს მიმუშავია, მაგრამ ტრაბახის გარეშე ვიტყვი, რომ ჩემს გვერდით ნაკრების ორი მეკარე გაიზარდა, ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძე, აგრეთვე გიორგი ძაძამია, თუ გახსოვთ, ნაკრებში თემურ ქეცბაიამ ადრე ისიც მიიწვია. როდესაც ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ, სამივე პატარა ბიჭი იყო და ყველანაირად ვეხმარებოდი. თავადაც გეტყვიან, რომ მათ გაზრდაში მოკრძალებული წვლილი მეც მაქვს შეტანილი", - ამბობს ჭანტურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...