არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
გიორგი თექთურმანიძე რუსთავში გადაბარგდა
15:03 14-01-2012
"მეტალურგმა" სეზონისთვის მზადება რუსთავში დაიწყო და ახლაც იქ აგრძელებს. კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ გვითხრა, რომ საგაზაფხულო ეტაპისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავდნენ და ასეც არის: ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა, ცხადია, არიან წასულებიც და ახალწვეულებიც.

ბოლო და ცინცხალი ამბავი თბილისის "დინამოს" ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი თექთურმანიძეს ტრანსფერია. 21 წლის ფეხბურთელის ამბავი "დინამოს" ესპანეთში გამგზავრების დღეს გაირკვა - ის რუსთაველებს შუერთდება.

"თბილისის "დინამოსთან" ჯერ საბოლოოდ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ, სავარაუდოდ, "მეტალურგში" იჯარით ითამაშებს გიორგი თექთურმანიძე, რომელსაც "დინამოდან" კარგად ვიცნობ. მასთან კონტრაქტს, ალბათ, სეზონის ბოლომდე გავაფორმებთ", - გვითხრა ტყავაძემ.

"მეტალურგის" ახალწვეულს კომენტარი კონტრაქტის გაფორმებისთანავე ვთხოვეთ:

- "დინამოდან" წამოსვლა შენი სურვილი იყო?
- ეს ორმხრივი სურვილი იყო, რადგან "დინამოში" ხშირად ვერ ვთამაშობდი და წასვლა იქ ვამჯობინე, სადაც მიწვევდნენ და, როგორც ვგრძნობ, მენდობიან.

- როდის გიმთავრდება "დინამოსთან" კონტრაქტი?
- ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, კონტრაქტი 2015 წელს მიმთავრდება.

- ზოგადად, თბილისურ კლუბში როგორ გრძნობდი თავს?
- ვერ ვიტყვი, რომ გუნდს ვერ შევეწყვე, რადგან ფეხბურთელის კარიერაში ჩავარდნაც არის და აღმასვლაც. როდესაც "დინამოში" ამიყვანეს, მაშინ უფრო ხშირად გავდიოდი მოედანზე, ურიგოდ არც ევროპის ლიგაზე გამოვსულვარ, სადაც ალექს გარსიას დანიშვნის შემდეგაც მათამაშეს, მაგრამ პრაქტიკა აშკარად მაკლდა, ჩემს ასაკში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გაზრდა და წინსვლა გინდა, სკამზე ყოფნა არ გარგებს. ეს "დინამოშიც" კარგად ესმოდათ და ამიტომ დათანხმდნენ ჩემს იჯარას.

თუმცა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. ახლა "მეტალურგის" ფეხბურთელი ვარ და იმ ხალხთან ვიმუშავებ, ვინც მენდობა...

ცნობილია, რომ ტრანსფერზეა დაყენებული "მეტალურგის" 27 წლის ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დათხოვნის შემდეგ დუბლებში ვარჯიშობს.

"ჯერ კონკრეტული წინადადება არ მაქვს, ველოდები მოლაპარაკებების დასრულებას, ასე რომ, ახალს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა კვახაძემ.

ცენტრალური მცველის პრობლემის მოგვარებას "მეტალურგი" ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული სევასტი თოდუას დახმარებით აპირებს.

"თოდუასთანაც კონტრაქტს სეზონის დასრულებამდე გავაფორმებთ, ზაფხულიდან კი თავიდან დავილაპარაკებთ", - ამბობს ტყავაძე.

25 იანვრიდან რუსთაველები ანთალიაში გადაინაცვლებენ, იქ 6 თებერვლამდე დარჩებიან და ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 27 იანვარს - ტირასპოლის "შერიფთან", 30-ში - ყაზახურ "ასტანასთან", 2 თებერვალს - რუმინულ "სპორტულთან". მეოთხე მეტოქე ჯერ კიდევ ზუსტდება. ტყავაძის თქმით, ისიც, ალბათ, რუმინეთის უმაღლესი ლიგიდან იქნება.

კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები სპარინგ-მატჩებს თურქეთამდეც ჩაატარებენ: 17 იანვარს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ, 20-ში კი "ამერზე" გორის "დილას" შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gio
16:34 14-01-2012
ეს ჟორჟიკაშვილის ახლობელია... რო მოვიდა რუსთავში იქიდან ვიცოდი რო მეტალურგში გადმოიყვანდა...
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...