არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ზესტაფონის რეაქცია
21:28 31-08-2010
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე "ოლიმპი" 1:0 დაამარცხა, რასაც რუსთავული კლუბის მთავარი მწვრთნელის, თემურ მახარაძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. "რას უნდა გახდე, როცა 12 კაცს ეთამაშები?! ასეთი მსაჯობა არ შეიძლება! სხვადასხვა სათამაშო თუ სადაო ეპიზოდებში მასპინძლების მხარეს იჭერდნენ და მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ?!", - ასეთი იყო მახარაძის მატჩისშემდგომი კომენტარი.

ამას კი უკვე "ზესტაფონის" რეაქცია მოჰყვა. იმერული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე პრესსამსახურის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მახარაძის მოსაზრება გაზიარებული არაა და პირიქით, აღნიშნულია, რომ დავით ხარიტონაშვილის მსაჯობითა და ამა თუ იმ ეპიზოდში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება.

"ზესტაფონის" განცხადებაში ისიცაა აღნიშნული, რომ "ოლიმპი" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი მსაჯობასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის ფონზე გახდა და მისი ყოფილი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე ყოველი, თუნდაც მოგებული მატჩის შემდეგ აპელირებდა არაობიექტურ მსაჯობაზე.

"ზესტაფონი" უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგასა და სფფ-ის მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტს, რათა შესაბამისი შეფასება მიეცეს "ზესტაფონი"-"ოლიმპის" შეხვედრის მომსახურე მსაჯთა ბრიგადის მუშაობას და სათანადო რეაქცია მოჰყვეს მახარაძის სიტყვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
ქალაქური პრ. 60 კვ.მ. ძველი რემონტი რკ/კარით, სუფთა ძველი რემონტით,...
1200 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, სოფელ არაგვისპირში. ტელ: 557722322 557722322...
2.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(4), 80 კვ.მ. გარემონტებული საბურთალოზე იოსებიძის ქ....
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 1(5), 80 კვ.მ. ბინას ესაჭიროება ტიხრები, ბინა...
370 კვ.მ. კერძო სახლი, პირველ სართულზე გარაჟი 3 მანქანაზე, სათავსოები,...
3-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 95 კვ.მ. ძველი რემონტი აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...