არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ლექსო ინწკირველი: შინ ხომ კელდებიც გეხმარებიან
11:17 20-01-2012
ფოთის "კოლხეთიდან" გორის "დილაში" სამი ფეხბურთელი გადავიდა, ლექსო ინწკირველი, დავით მეგრელიშვილი და ლევან დვალიშვილი.

რამ განაპირობა ფოთელების "მიგრაცია" ახალ გუნდში, კოლხებს ფინანსურად გაუჭირდათ? ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი აწ უკვე გორელთა გამოცდილ მცველ ინწკირველთან.

"ბოლო დროს ფოთში ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, გუნდს და მოთამაშეებს კარგი პირობები შეგვიქმნეს. მაგრამ "დილა" ჩემით დაინტერესდა, კლუბები ერთმანეთს შეუთანხმდნენ, პირობებიდან და გუნდის ამბიციიდან გამომდინარე, გადასვლა ვამჯობინე და კონტრაქტი გავაფორმე.

სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, გორში ასეთი სერიოზული გუნდის ჩამოყალიბება თუ შეიძლებოდა და ეს ამბავი ძალიან მახარებს - ჩვენს ჩემპიონატს კიდევ ერთი ძლიერი გუნდი არ აწყენს.

შედეგი უცებ არ მოდის, გუნდის შენებისას მოთმინებაა საჭირო. მოსამზადებელი ეტაპი ახლა დაიწყო და ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, "დილა" რა ძალის იქნება, მაგრამ შემადგენლობას რომ გადავხედე, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს.

მიმაჩნია, რომ წლეულს საქართველოს თასისა და რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლას შევძლებთ, შემდეგი წლიდან კი ჩემპიონობას გვისახავენ მიზნად", - ამბობს ინწკირველი.

30 წლის ცენტრალური მცველი ერთ საყურადღებო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: ფოთის "კოლხეთი" საშემოდგომო ეტაპზე მეტოქეებს საკუთარ სტადიონზე ვერ მასპინძლობდა; ბოლო ტურებში ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა გორის "დილა" და, როგორც ამბობენ, შესაძლოა, "თენგიზ ბურჯანაძეზე" სამუშაოები აპრილამდე გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში "დილას" კვლავ სხვა სტადიონზე მოუწევს თამაში.

ინწკირველი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია:

"საკუთარ სტადიონზე თამაში წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, "კოლხეთს" პირველ ეტაპზე ფოთში რომ ეთამაშა, გაცილებით მეტ ქულას დააგროვებდა და რვა საუკეთესოში აუცილებლად მოხვდებოდა. სხვა სტადიონზე განწყობაც სხვაა, მაყურებელი კეთილგანწყობილი, მაგრამ ნეიტრალურია. საკუთარი ფანების მხარდაჭერა კი რეგიონებში ძალიან ბევრს ნიშნავს.

წარმოიდგინეთ, "კოლხეთი" ხან ლანჩხუთში თამაშობდა, ხან ზუგდიდში და ბოლოს ქუთაისსაც ვესტუმრეთ. არანორმალური ვითარება იყო და გუნდმა საკუთარი პოტენციალი ამიტომ ვერ გამოავლინა.

ამავეს თქმა შეიძლება "დილაზეც", რომელიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ საკუთარი მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან დააკლდა. მაგრამ ჯერ რვა გუნდში მოხვედრის შანსი არც ერთს დაუკარგავს და იმედია, ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ.

იმის იმედიც გვაქვს, რომ გორში სტადიონის განახლება მალე დასრულდება და სხვაგან თამაში არ მოგვიწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, ქალაქური პრ. 4(8), 65 კვ.მ. სარემონტო რკინის კარით, სუფთა...
სასწრაფოდ! 220 კვ.მ. სუფთა კერძო სახლი ბელეტაჟზე, პატარა გლდანში, ხეხილიანი...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 36 კვ.მ. სუფთა 1,5-ად გადაკეთებული, ორმაგი...
1-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 3(9), 42 კვ.მ. სუფთა 1-ოთახიანი, მოსკოვის პრ....
1.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 2(4), 38 კვ.მ. ახალი რემონტი ცხელი წყლით...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1350 კვ.მ. დიღომი 8-ში, ირგვლივ არის აშენებული...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...