არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
მიხეილ ყაველაშვილი: კალაძე სამართლიანობის მხარეს დადგა
07:44 12-12-2011
კახი კალაძე სამართლიანობის მხარეს დადგა, - ამგვარად შეაფასა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა კახი კალაძის გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ.

"კახის პოზიცია დიდი ხანია ვიცით და მგონი, საზოგადოებისთვის უცხო არ უნდა იყოს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. უკვე წლებია, ამ უსამართლობას შეძლებისდაგვარად ვუპირისპირდებოდით როგორც ფედერაციაში, ისე ქვეყანაში.

კახიმ გამონახა საკუთარ თავში ძალა, დაიცვას თავისი პრინციპები, სამართლიანობის მხარეს დადგა და ეს მისასალმებელია", - განუცხადა ყაველაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე თქმით, პროფესიული თვალსაზრისით, კალაძის მსგავსი ფეხბურთელის მიერ ნაკრების დატოვება სამწუხაროა.

"მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაა საჭირო. ნაკრები არ არის ცალკე აღებული თემა, ნაკრები ქვეყნის სახეა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთშიც უფრო მძიმედ არის სიტუაცია - იგივე უსამართლობები არჩევნებთან დაკავშირებით, არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი.

ძირეული ცვლილებებია საჭირო როგორც ქვეყანაში, ისე საფეხბურთო სამყაროში, აქაც ბევრი რამ არის განსახორციელებელი, რასაც სჭირდება პროფესიონალების და კომპეტენტური ადამიანების გუნდი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დატოვების შესახებ კახი კალაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართულ ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.

interpressnews.ge
d
22:30 12-12-2011
კახას ან კიდე ვინმეს წასვლა-მოსვლით ნაკრები არც დაინგრევა და არც აშენდება. ეს ნაკრები ესეთია 20 წელია და ტკეპნის ერთ ადგილს.
ძირეული ცვლილებებია საჭირო და კალაძე ერთ-ერთია, ვინც ამას უჭერს მხარს. გაუმარჯოს! ჯიგარია.
ვარძელაშვილი და სიჭინავა არიან მათ შორის, ვინც აფერხებს ფეხბურთის განვითარებას და მოკეტონ.
დათო, კახაზე სანამ რამეს იტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე, თუ შეგიძლია.
Tornike
17:19 12-12-2011
რას ქვია სამართლიანობის მხარეს დადგა, ვინ შექმნა ეს სამართლიანობა, ბიძინამ და ბერამ?! აღარ დამთავრდება ამ ქვეყანაში ლამის ყველა საკითხის პოლიტიზირება?...
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, ქალაქური პრ. 4(8), 65 კვ.მ. სარემონტო რკინის კარით, სუფთა...
სასწრაფოდ! 220 კვ.მ. სუფთა კერძო სახლი ბელეტაჟზე, პატარა გლდანში, ხეხილიანი...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 36 კვ.მ. სუფთა 1,5-ად გადაკეთებული, ორმაგი...
1-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 3(9), 42 კვ.მ. სუფთა 1-ოთახიანი, მოსკოვის პრ....
1.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 2(4), 38 კვ.მ. ახალი რემონტი ცხელი წყლით...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1350 კვ.მ. დიღომი 8-ში, ირგვლივ არის აშენებული...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...