არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
თემურ ქეცბაია, საქართველოს ნაკრები და აეკ–ი
20:06 30-09-2010
ცოტა ხნის წინ დუშან ბაევიჩის გადადგომის შემდეგ ათენის აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური შეიქნა. ბერძნული გრანდის ხელმძღვანელობა ბაევიჩის შემცვლელის ძებნას დაუყოვნებლივ შეუდგა და კანდიდატურებიც გამოჩნდნენ. უკვე გაცნობეთ, რომ ერთ-ერთ ვარიანტად თემურ ქეცბაიას კანდიდატურაც განიხილება. ბერძნულ ვებგვერდებზე ეს თემა გუშინ მოწინავეთა შორის იყო...
"რომელ ნაკრებს წაართმევს მწვრთნელს აეკ-ი"? "ქეცბაია ელადაზე ბრუნდება"?, "შესაძლოა, ქეცბაიას დრო ისევ დადგეს", "რატომ არის იდეალური ქეცბაია აეკ-ისთვის", "ქეცბაია დროს ითხოვს"? - ამ და სხვა სათაურებით გამოქვეყნდა მასალები ბერძნულ საიტებზე.
იქაურ მიმომხილველთა მტკიცებით, აეკ-ის ვაკანტურ სკამზე 17 მწვრთნელის კანდიდატურა განიხილება. მათ შორის, სახელიანი სპეციალისტებიც არიან და ნაკლებად პოპულარულნიც - ოტო რეჰაგელი, სლავენ ბილიჩი, მანოლო ხიმენესი, პაულო სოუზა, დიეგო სიმეონე, ხავიერ აგირე... და ქეცბაიაც.
საინტერესოა, რას წერენ ბერძენი მიმომხილველები ქეცბაიაზე. მათი მტკიცებით, აეკ-ის ბოსებმა კარგად იციან, რომ ქეცბაია საქართველო ნაკრების თავკაცია და მასთან ჯერ არ ულაპარაკიათ. ერთ-ერთ ბერძნულ საიტზე ძველი ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც აეკ-ის ფეხბურთელ ქეცბაიას გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები გოლს ულოცავენ, მინაწერი კი ასეთი აქვს - "ფეხბურთელობისას ქეცბაია ხშირად ახარებდა აეკ-ის გულშემატკივარს, ახლა მწვრთნელის ამპლუაშიც გაახარებს?"
ერთ-ერთ ბერძნულ საიტზე გამოქეყნებულ სტატიაში საყურადღებო ფრაგმენტს წავაწყდით - "ქეცბაია მშობლიური ქვეყნის ნაკრებს წვრთნის. საქართველოს ეროვნულ გუნდს 8 და 12 ოქტომბერს მორიგი მატჩები აქვს, მერე კი გაზაფხულამდე აღარ უწევს თამაში. ახლა ქეცბაიასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. უმჯობესია, აეკ-ის ბოსები მას სანაკრებო მატჩების შემდეგ დაელაპარაკონ. ის ალბათ საბერძნეთში დაბრუნებაზე უარს არ იტყვის".
მოგვიანებით საიტმა sportnet.gr-მ ასეთი რამ დაწერა: "ქეცბაია ჯერ უარსაა, თუმცა ისიც თქვა - არასოდეს არ თქვა არასოდეს!"
ამის შემდეგ თავად ქეცბაიასაც დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა საქართველოს ნაკრების თავკაცმა:
"მეც გავიგე, რომ აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად დამასახელეს. გეხსომებათ, ამ კლუბში ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე, რომელსაც ყოველთვის ტკბილად ვიხსენებ... თუმცა დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მაკავშირებს, შესაბამისად, ამ კონტრაქტის ერთგული ვარ და სხვა ვარიანტებზე არ ვფიქრობ. მთლიანად ჩვენი ნაკრების წარმატებებსა და უახლოეს მატჩებზე ვარ ორიენტირებული", - თქვა ქეცბაიამ "ლელოსთან" კომენტარში.
დაბოლოს, უშუალოდ ნაკრებთან დაკავშირებითაც. მალტასა და ლატვიასთან 8 და 12 ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო თბილისის "დინამოს" ფორვარდი მათე ვაწაძე და დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი გამოაკლდნენ. როგორც ვივარაუდეთ, ქეცბაიამ ნაკრებს "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი დაამატა.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, ქალაქური პრ. 4(8), 65 კვ.მ. სარემონტო რკინის კარით, სუფთა...
სასწრაფოდ! 220 კვ.მ. სუფთა კერძო სახლი ბელეტაჟზე, პატარა გლდანში, ხეხილიანი...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 36 კვ.მ. სუფთა 1,5-ად გადაკეთებული, ორმაგი...
1-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 3(9), 42 კვ.მ. სუფთა 1-ოთახიანი, მოსკოვის პრ....
1.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 2(4), 38 კვ.მ. ახალი რემონტი ცხელი წყლით...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1350 კვ.მ. დიღომი 8-ში, ირგვლივ არის აშენებული...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...