წელიწადზე მეტია, რაც პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" გამოთხოვების შემდეგ თემურ ქეცბაიამ საბერძნეთი დატოვა. თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე იქ დღემდე დიდი მოთხოვნაა. 5 კვირის წინათ, როცა ათენის აეკ-ი ახალ მწვრთნელს ეძებდა, კანდიდატთა სიის სათავეში ერთ-ერთი სწორედ ქეცბაია იყო.
თემური ფეხბურთელობისას "ნიუკასლამდე" აეკ-ში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა. ათენელებს არაერთი ტიტული მოაპოვებინა და ამ კლუბის ფანები მას ახლაც დიდ პატივს სცემენ. ცნობისათვის, აეკ-ის შეფებს ქეცბაიასთვის გუნდის ჩაბარება შარშან ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, სანამ ქეცბაია ჩვენი ნაკრების თავკაცი გახდებდა. იმ დროისათვის ბერძნულმა საიტებმა ვარაუდიც კი გამოთქვეს, აეკ-ი ქეცბაიას ზამთარში დაიყოლიებსო, მაგრამ... ეს მხოლოდ ელადელთა ტკბილ სურვილადვე დარჩა, ქეცბაიამ "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი ხელშეკრულება ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე აკავშირებს და ის კონტრაქტის ერთგულია. მომდევნო დღეს ეს ინფორმაცია ბერძნულმა ვებგვერდებმაც გაავრცელეს და აეკ-ის მესვეურებმაც სხვა მწვრთნელზე გადაიტანეს აქცენტი.
გუშინ ქეცბაიას მსურველი კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა. ჩვენი ეროვნულის თავკაცს ბერძნულენოვან კვიპროსზე ტყუილად როდი შეარქვეს "მხსნელი". ამჯერად ქართველი მწვრთნელის მხსნელად მოვლენა "პანიონიოსის" ხელმძღვანელობას სურს. ამ გუნდმა ბრძნულ სუპერლიგაში ბოლო 5 მატჩი ზედიზედ წააგო. წარუმატებლობის გამო 4 ქულით "პანიონიოსი" ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. კლუბის მესვეურები შვედ მწვრთნელ მიხაელ სტაჰრეს შემცვლელს ეძებენ.
ბერძნულ ვებგვერდ Sport24.gr-ს ინფორმაციით "პანიონიოსის" ბოსები სკანდინავიელი მწვრთნელის შემცვლელად ორ ფავორიტს, თემურ ქეცბაიასა და ბერძენ პავლოს დერმიცაკისს ასახელებენ. ელადელი მიმომხილველები ქართველი მწვრთნელის პოზიციაზე ჯერჯერობით არაფერს წერენ. მათი არ ვიცით და, ქეცბაიას პოზიცია ჩვენთვის ცნობილია. როგორც აეკ-ის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ამჯერადაც არ დატოვებს მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდს.
განყოფილებები
ვალუტის კურსი
23-05-2012
|
1
|
EUR
|
2.0795
|
|
10
|
RON
|
4.6779
|
|
1
|
TRY
|
0.8927
|
ამინდი
თელავი
17
-
25
°C
ქუთასი
18
-
31
°C
თბილისი
15
-
24
°C
23-05-2012
ავტორები
ქეცბაიას ბერძნები არ ეშვებიან
10:07 30-10-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
რუსთავის "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს"...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, ქალაქური პრ. 4(8), 65 კვ.მ. სარემონტო რკინის კარით, სუფთა...
სასწრაფოდ! 220 კვ.მ. სუფთა კერძო სახლი ბელეტაჟზე, პატარა გლდანში, ხეხილიანი...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 36 კვ.მ. სუფთა 1,5-ად გადაკეთებული, ორმაგი...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...
You must have Flash Player installed in order to see this player.
13:10 / 23-05-2012
როგორც გაირკვა, სარეკლამო ბანერი...
11:50 / 23-05-2012
მოსკოვის ავტოშოუზე ორიგინალურად მოხატული...
11:18 / 23-05-2012
მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა მსოფლიოში...
სანამ გაალმასებულები კომენტარების წერას დაიწყებთ, მაცალეთ...სათაურში,...


