არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
სკანდალი: საიდან მოდის შარი - უეფადან თუ დელეგატისგან?
10:00 26-10-2011
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი, რომლის მატჩებსაც თბილისში ვუმასპინძლეთ, დიდი ბრძოლით გავიარეთ, ჯგუფში პირველი ადგილიც დავიკავეთ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც გონებით უკვე დეკემბერზე გადაერთვნენ, როცა მეორე ეტაპზე სლოვენიაში უნდა ითამაშონ და მასპინძელთა გარდა, მათი მეტოქეები სერბეთი და ისრაელი უნდა იყვნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. მოლდოველებმა, რომლებსაც მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ვაჯობეთ, უეფაში იჩივლეს - ჩვენ არა, შეხვედრის დელეგატს უჩივიან, მაგრამ რა ხეირი?

სადავო სწორედ ეს პენალტებია. საქმე ის არის, რომ, უეფას დებულებით, როცა ორ გუნდს აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი თანაბარი აქვს, უპირატესობა იმას ენიჭება, რომელიც ფიფას რეიტინგში უკეთეს პოზიციაზეა. ამით კი მოლდოველები გვჯობიან და ეს მატჩის წინათქმაშიც აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ გვეგონა, რომ თბილისური მინიტურნირის ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა და ამას ჩვენი ფეხბურთელებიც კარგად გაითავისებდნენ, მატჩის დელეგატს თამაშამდე რომ არ ეთქვა, 2:2-ზე პენალტები დაინიშნებაო.

2:2-ზე ნაკლებ შედეგიანი ფრე სომხეთის ნაკრებს აძლევდა ხელს, მაგრამ ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

არ ვიცით, რას გადაწყვეტს უეფა, ახლა დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დელეგატს უყურადღებობისთვის მკაცრად დასჯის.

მართალია, დელეგატმა მატჩამდე ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან სატელეფონო კონსულტაცია გაიარა, მაგრამ უეფა, ალბათ, "დაბალ ღობეს" დასჯის და იტყვის, დელეგატმა ტელეფონით სიტუაციის არსი სრულად არ გადმოგვცაო.

როგორი ბედი ეწევა საქართველოს ნაკრებს? სამწუხაროდ, ძნელი სათქმელია. ლოგიკურად, დელეგატის შეცდომის გამო ჩვენ არ უნდა დავისაჯოთ, ბოლოს და ბოლოს, მას ქართველებისთვის რომ ეთქვა, ფრე ხელს არ გაძლევთო, ჩვენი გუნდი უფრო რისკიანად ითამაშებდა. მოლდოველებს ის ეთქმით, უეფას დებულება დაირღვა და მინიმუმ გადათამაშებას ვიმსახურებთო.

მოკლედ, დელეგატისა თუ უეფას მავანი ჩინოვნიკის მცდარი ნაბიჯის, არაკომპეტენტურობისა თუ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, ისეთი ვითარებაა, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელი ჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, ქალაქური პრ. 4(8), 65 კვ.მ. სარემონტო რკინის კარით, სუფთა...
სასწრაფოდ! 220 კვ.მ. სუფთა კერძო სახლი ბელეტაჟზე, პატარა გლდანში, ხეხილიანი...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 36 კვ.მ. სუფთა 1,5-ად გადაკეთებული, ორმაგი...
1-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 3(9), 42 კვ.მ. სუფთა 1-ოთახიანი, მოსკოვის პრ....
1.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 2(4), 38 კვ.მ. ახალი რემონტი ცხელი წყლით...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1350 კვ.მ. დიღომი 8-ში, ირგვლივ არის აშენებული...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...