არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
საპასუხო აპელაცია - მცირე იმედი და უმცირესი შანსი
10:58 22-11-2011
სწორედ ასეთია საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პერსპექტივა, რომ საქმე საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ შემოატრიალოს. საქმის არსს კი გუშინდელ "ლელოში" გაეცნობოდით - უეფამ მოლდოველებს აპელაცია დაუკმაყოფილა და დაადგინა, რომ თბილისში საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს 2:2-ის შემდეგ პენალტები კი არ უნდა დაერტყათ, უკეთესი რეიტინგის წყალობით ჯგუფის გამარჯვებულებად მოლდოველები უნდა გამოცხადებულიყვნენ.

უეფამ მოლდოველთა არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად მათი ნაკრები გამოაცხადა.

ერთი შეხედვით, ვერ შეედავები, რადგან, დებულების მიხედვით, სიმართლე მოლდოველთა მხარესაა. თუმცა სათქმელი ქართულ მხარესაც აქვს - უეფას დელეგატმა (სწორედ მის შეცდომას მოჰყვა ამხელა დავიდარაბა) მატჩის დაწყებამდე ბრძანა, რომ 2:2-ს პენალტები უნდა მოჰყოლოდა. როცა საქართველოს ნაკრები 2:1-ს იგებდა, მოლდოველებმა მეკარე მოედნის მოთამაშით შეცვალეს და ანგარიშიც გაათანაბრეს.

2:2-ის შემდეგ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთი კიდევ იყო დარჩენილი და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მატჩამდე რომ ეთქვათ, მხოლოდ მოგება გჭირდებათო, ისიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა და თამაშის ტემპის დაგდების ნაცვლად, მოედნის მეხუთე მოთამაშის შეყვანით ეცდებოდა გამარჯვების გოლის გატანას.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ უეფაში საპასუხო აპელაცია კი შეიტანა, მაგრამ უეფა საკუთარ ვერდიქტს, მით უმეტეს, აპელაციის შედეგად მიღებულს, ძალიან იშვიათად ცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, ქალაქური პრ. 4(8), 65 კვ.მ. სარემონტო რკინის კარით, სუფთა...
სასწრაფოდ! 220 კვ.მ. სუფთა კერძო სახლი ბელეტაჟზე, პატარა გლდანში, ხეხილიანი...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 36 კვ.მ. სუფთა 1,5-ად გადაკეთებული, ორმაგი...
1-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 3(9), 42 კვ.მ. სუფთა 1-ოთახიანი, მოსკოვის პრ....
1.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 2(4), 38 კვ.მ. ახალი რემონტი ცხელი წყლით...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1350 კვ.მ. დიღომი 8-ში, ირგვლივ არის აშენებული...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...