არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 24 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
სამი ბრაზილიელი საქართველოს ნაკრებში?
13:25 12-01-2012
ზაალ ჩიტალაძე ერთდროულად არის საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებისა და უმაღლესლიგელი "ალგოს" მთავარი მწვრთნელი. მისი საფიქრალიც ორივე გუნდია.

ჩიტალაძის თქმით, სავსებით შესაძლებელია, მალე ეროვნულ ნაკრებში სამმა ბრაზილიელმა ითამაშოს, სამმა ქართველმა კი აზერბაიჯანის ძლიერ ჩემპიონატში.

"ჩვენს კლუბს, "ალგოს" აზერბაიჯანულ კლუბ "ეკოლთან" პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებს. შეთანხმების მიხედვით, "ალგოს" საუკეთესო მოთამაშეები "ეკოლში" გადავლენ. ეს გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ლიდერებს კონკურენციას უწევს. აზერბაიჯანში ფუტსალი მაღალ დონეზეა, "ეკოლი" კი მესამე ადგილზეა და მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.

ახლახანს ამ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით გავუშვით ეროვნული ნაკრების წევრები - არჩილ სებისკვერაძე, გიორგი ტიკურიშვილი, კახა მაისაია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასურველია მათი ძლიერ ლიგაში გადასვლა.

ამას გარდა, სამი ბრაზილიელის ნატურალიზაცია და მათი ნაკრებში გამოყენება გვსურს. სამივე რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს. გვარებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ მოლაპარაკება იმედიანად მიმდინარეობს და სამხრეთამერიკელებისგან წინასწარი თანხმობა მივიღეთ. ახლა მთავარი ფინანსებია.

გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, შეთანხმებაში ორივეს ჩვენი ინტერესი გვაქვს - ჩვენ ნაკრების გაძლიერება გვსურს, ისინი კი ქართული დროშისთვის არ მოდიან, ფული და პლუს ნაკრების დონეზე თავის წარმოჩენა აინტერესებთ.

თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდა, ნაკრებში ძლიერი ბირთვი შეიკრიბება, სამი ქართველი აზერბაიჯანში, ბრაზილიელთა სამეული, "იბერიას" ბიჭები და პლუს რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე გიორგი ნიშნიანიძე. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ქართული პასპორტი დაიბრუნა და რუსეთში საკუთარ კარიერას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან სურდა.

აქვე ვიტყვი, რომ "იბერიას" ბრაზილიელების ნატურალიზაციაც გვსურს, ამის იმედიც გვაქვს, მაგრამ მათი საბოლოო პასუხი ჯერაც არ ვიცით.

ვგეგმავთ, რომ წლეულს ეროვნულმა ნაკრებმა 6-დან 8 ამხანაგური მატჩი ჩაატაროს. თბილისში ჩამოსვლის სურვილია აქვთ აშშ-სა და ფინეთის ნაკრებებს, მაგრამ მათი სტუმრობის ხარჯები საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ და არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება. ეს ფუტსალის ფედერაციის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ჩვენ საბოლოო პასუხს ველოდებით", - ამბობს ზაალ ჩიტალაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...