არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
57 წუთით ადრე: კალაძე გენუელია!
21:11 31-08-2010

სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 57 წუთით ადრე ზაფხულის ყველაზე სერიოზული ქართული ტრანსფერი განხორციელდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა და კარიერის მომავალ ორ სეზონს ლიგურიის დედაქალაქში გაატარებს.

ბოლო დღეებში ჩვენს კაპიტანს სამი ვარიანტი ჰქონდა: 1. "მილანში" დარჩენა, რომელიც გარანტირებულ უთამაშებლობას უქადდა, სულ მცირე, იანვრამდე, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ ის საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა. 2. "იუვენტუსში" გადასვლა ფაბიო გროსოს ნაცვლად, ამ ტრანსფერზე ბოლო 10 დღე ლაპარაკობდნენ, 3. "ჯენოაში" გადასვლა, ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სალვატორე ბოკეტი "ჯენოადან" 15 მილიონ ევროდ გადავიდა ყაზანის "რუბინში".

ორშაბათს კალაძე ლიგურიის დედაქალაქში ჩავიდა და კლუბის ხელმძღვანელობასაც შეხვდა. წამი წამზე ველოდით ტრანსფერის გახმოვანებას და... ნაშუაღამევს იტალიურმა მედიამ გამოაცხადა, რომ კალაძემ უარი თქვა "ჯენოაში" გადასვლაზე და ისევ მისი გროსოში გაცვლა განიხილება აქტიურადო. სამშაბათს ეს ვარიანტი ჩაიშალა, მაგრამ, საბედნიეროდ, "ჯენოასთან" ყველაფერი მოგვარდა - ქართველი ფეხბურთელი 2 წლით გადავიდა "ჯენოაში". ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა საღამოს 7-ის 3 წუთზე (იტალიური დროით) დააფიქსირა, ანუ სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 57 წუთით ადრე.

ამით 32 წლის კალაძის 9,5 წლიანი მილანური კარიერა დასრულებულია! ამ ხნის განმავლობაში მან 194 მატჩში 12 გოლი გაიტანა "მილანის" შავ-წითელი მაისურით. მან "მილანში" სკუდეტო მოიგო, კოპა იტალია, ჩემპიონთა 2 თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. "ჯენოა" 1893 წელს დაარსდა, ამ კლუბს 9-ჯერ აქვს მოგებული სკუდეტო. შარშან "ჯენოა" მე-9 ადგილს დასჯერდა.

ლელო

 

Nikoloz Neparidze
18:24 02-09-2010
გიორეალისტ

გადავამოწმეთ და ყველაფერი მუშაობს
რეგისტრაცია მარტივია
ავტორიზაცია კიდევ უფრო იოლი
GIOREALIST
00:40 01-09-2010
რამდენი ევრო დაუჯდა ეს სიამოვნება გენუას, დაწერეთ, პატივცემულო ჟურნალისტებო.

პ.ს. კარგი საიტი გაქვთ, მაგრამ "კომენტარების" დადებას თუ გაამარტივებთ, 10-ჯერ გაგეზრდებათ რეიტინგი. დავრეგისტრირდი ვითომ, მაგრამ მაინც ვერ შევდივარ და კოდის შეყვანას მთხოვს...
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...