არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2012 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 1234
ვალუტის კურსი
09-02-2012
EUR
1
EUR
2.2122
RUB
100
RUB
5.6168
USD
1
USD
1.6678
ამინდი
თელავი -2 - 8 °C
img
ქუთასი -4 - 4 °C
img
თბილისი -7 - -2 °C
img
09-02-2012
ბოლო კომენტარები
LIVESCORE.in
ჭანტურია ვარჯიშობს, კაშია აფორმებს
22:37 01-09-2010
ჟორდანია უდრის 1200 ახალ აბონემენტს

საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია "ვიტესში" ვარჯიშობს. მართალია, ჰოლანდიაში სატრანსფერო "ფანჯარა" დაიხურა, მაგრამ ეს შეზღუდვა გიორგის არ ეხება. "ჩელსიში" მისი ჩარიცხვის ამბავი მალე უნდა გადაწყდეს. ამის შემდეგ "ვიტესში" გაანათხოვრებენ და არნემელთა მთავარ გუნდშიც გადაიყვანენ.

როგორც გაცნობეთ, "ვიტესთან" კონტრაქტს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრებსი ცენტრალური მცველი გურამ კაშია გააფორმებს. თუმცა კლუბი საქართველოსთან ურთიერთობას მხოლოდ კაშიათი და ჭანტურიათი არ ამთავრებს. "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანია ქართულ საფეხბურთოინტერნეტკაზინო ლარივინი სკოლებთან აქტიურ და საქმიან ურთიერთობებს გეგმავს, რათა ნიჭიერი ქართველ მოთამაშეებს ზრდის შანსი მისცეს და გზაზე დააყენოს. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი ტიპის კლუბის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ამდენად, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, "ვიტესი" ჩვენებურმა რომ შეიძინა.

საინტერესო ფაქტია: "ვიტესის" საშინაო მატჩებს საშუალოდ 12 ათასამდე მაყურებელი ესწრება. ჟორდანიას მისვლის მეორე დღეს სტადიონზეინტერნეტკაზინო ლარივინი შესასვლელი დამატებითი 1200 აბონემენტი გაიყიდა და არნემში მძღოლებმაც იციან იმ ქართველი მოთამაშეების გვარები, რომელთა მიწვევაც გადაწყვეტილია.

გუშინ "ვიტესის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გურამ კაშიასა და ჭანტურიას ტრანსფერები დაადასტურა. როგორც დავადგინეთ, აარნემის კლუბში ოთხი ახალი ფეხბურთელია: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი მარკ პედერსენი, შოტლანდიური "ჰართსისა" და განის ნაკრების 29 წლის ფორვარდი ლარი კინგსტონი (41 მატჩი და 6 გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი ეროვნულ გუნდში), ლონდონის "არსენალსა" და "დერბი ქაუნთის" თავდამსხმელი ნასერ ბარაზიტი და გურამ კაშია.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მცველზე წერს: "ახალწვეულებიდან ყველაზე ნაკლებად ცნობილი გურამ კაშიაა. ეს 23 წლის მცველი თბილისის "დინამოში" ახალგაზრდული ასაკიდან თამაშობს. იწვედნენ ეროვნულ ნაკრებში. "ვიტესმა" მასთან კონტრაქტი ოპციონის წესით - (1+1) გააფორმა. ის დროებით თბილისშია და ჰოლანდიაში სამუშაო ვიზას ელოდება".

"ვიტესის" პრესსამსახურმა ინფორმაცია გიორგი ჭანტურიაზეც გაავრცელა: "გიორგი ჭანტურია არნემშია და კლუბში ვარჯიშობს. ის "ბარსელონას" დუბლებში თამაშობდა და უახლოეს დღეებში "ბრიუგესთან" საკონტროლო შეხვედრისთვის ემზადება. კლუბის ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეეუვენი ამბობს: "გიორგი მხოლოდ 17 წლისაა და ჯერ კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს, რადგან ჰოლანდიის შრომისა და შემოსავლების სამინისტრო 18-წლამდელ არაევროკავშირელზე სამუშაო ვიზას არ გასცემს".
თუმცა ამ ინფორმაციის შინაარსიდან ჩანს, რომ კლუბი ქართველის პრობლემის მოგვარებას ყველანაირად ცდილობს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
22:07 / 17-01-2012
ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა