არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-02-2012
EUR
1
EUR
2.1423
RUB
100
RUB
5.4395
USD
1
USD
1.6193
ამინდი
თელავი 3 - 9 °C
img
ქუთასი 1 - 8 °C
img
თბილისი -1 - 8 °C
img
23-02-2012
ბოლო კომენტარები
LIVESCORE.in
დავით თარგამაძემ "შახტარის" ბრაზილიელებს თავი არ დააჩაგვრინა
05:11 28-01-2012
ფოტოზე: 22 წლის ქართველი პელეტონს ბოლოში მოჰყვება, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ფორმაში არაა

დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" განათხოვრებული დავით თარგამაძის დონეცკურ გრანდში მოულოდნელმა გამოძახებამ ქართველი გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცა. ნიჭიერი ფეხბურთელის "შახტარში" გადასვლას ხომ ყველა, მათ შორის დავითიც, სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში ველოდით.

მაგრამ, ფაქტია, თარგამაძეს "შახტარში" უხმეს და თუ გუნდის მთავარი მწვრთნელიინტერნეტკაზინო ლარივინი ესპანურ შეკრებაზე მისი გარჯით კმაყოფილი დარჩება, "ილიჩივეცში" აღარც დააბრუნებს.

22 წლის ქართველის პირველი ვარჯიში "შახტარის" მთავარ გუნდთან ერთად "ჩემპიონატ.კომმა" აღწერა:

დავით თარგამაძე მარიუპოლიდან ბაზაზე, ვარჯიშის დაწყებამდე, სულ ნახევარი საათით ადრე გამოცხადდა. ახალწვეულ ქართველს უმალ "ახალგაზრდა მებრძოლის კურსის" გავლა მოუხდა. მხიარულმა ბრაზილიელებმა, სანამ ძუნძულს დაიწყებდნენ, ქართველს "კვადრატში" ბურთის ართმევა დააკისრეს. ბრაზილიელები "მსხვერპლს" ფინტაობითა და ლაზღანდარობით ეთამაშებოდნენ, თუმცა თარგამაძემ არაფერი დათმო და სულ მალე ბურთიც აართვა.

"შახტარის" სხვა ფეხბურთელების ფონზე დავითი პატარა და გამხდარი ჩანდა. ძუნძულის დროს თარგამაძე პელეტონში მაჩანჩალა იყო, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია.

თარგამაძეს "შახტარში" სწორედ იმისთვის უხმეს, რომ ესპანურ შეკრებაზე მირჩა ლუჩესკუს მისი შესაძლებლობების უკეთ გაცნობის საშუალება მიეცეს.
VIVA GEORGIA
10:00 28-01-2012
წარმატებებს გისურვებ დავით! ! !
state
09:52 28-01-2012
შახტარის რომ არ ვიცოდე საქართველოში მაგის თამაში თვითონ მაქვს ნანახი... ძალიან ნიჭიერი ბიჭია... შეგვიძლია მისი ჟინით ვიამაყოთ!
წარმატებები! ღმერთმა გაგიმარჯოს შინ და გარეთ
12:01 / 19-02-2012
ჩვენს მკითხველთა უმრავლესობას ალბათ არაერთხელ...
13:53 / 17-02-2012
კითხვარის თითოეული პუნქტის გასწვრივ დაიწერეთ...
14:40 / 01-02-2012
ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია იმის...
ფოტოგალერეა