საქართველოს ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველმა ლევან ყენიამ, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
21 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც კოჭზე არაერთი ოპერაცია გადაიტანა და 2009 წლის შემდეგ აღარ უთამაშია, ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, სრულფასოვან მომზადებას კი რამდენიმე დღეში შეუდგება.
"გასაოცარი გრძნობა მეუფლება. მართალია, ჯერ განცალკევებით ვვარჯიშობ, მაგრამ რაც მთავარია, მოედანზე გუნდთან ერთად ვარ.
იმედი მაქვს, სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშს სულ მალე დავიწყებ", - განუცხადა კლუბის ვებ-გვერდს ლევან ყენიამ.
მომზადებულია www.schalke04.de-ს მიხედვით

ვიდეო
გოლი მას არ გაუტანია

