არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-02-2012
EUR
1
EUR
2.1423
RUB
100
RUB
5.4395
USD
1
USD
1.6193
ამინდი
თელავი 3 - 9 °C
img
ქუთასი 1 - 8 °C
img
თბილისი -1 - 8 °C
img
23-02-2012
ბოლო კომენტარები
LIVESCORE.in
კახა კალაძე: "ნაპოლის" დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არ მეშინია
18:01 28-01-2012
გენუის "ჯენოას" ქართველი მცველი კახა კალაძე, რომელსაც საახალწლოდ ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ გარკვეული დროით უთამაშებელი დატოვა, კვირას, სერია A-ს მორიგ ტურში, თავის გუნდს "ნაპოლისთან" დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი რთულ თამაშს მოელის, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვების იმედს არ კარგავს.

"ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი და მათთან თამაშისთვის განსაკუთრებით მოვემზადეთ.

ჩვენ შორის გამართული პირველი წრის მატჩი უკვე დავივიწყეთ. მართალია რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ახლა ახალი მწვრთნელიინტერნეტკაზინო ლარივინი გვყავს და გამარჯვება გვწადია. თანაც, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და ეს უპირატესობას გვანიჭებს.

ბოლო დროს ჩვენ გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები ჰქონდა, რაც ფეხბურთელთა ტრავმიანობით იყო გამოწვეული. დიანელი კვლავ ვერ გვეხმარება, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა ანტონელი, მე კი მთელი თვე გამიცდა.

არ ვიცი, "ნაპოლისთან" სამი მცველით ვითამაშებთ, თუ ოთხით, მაგრამ ვფიქრობ, საქმეს თავს ამჯერად კარგად გავართმევთ.

რაც შეეხება "ნაპოლის", ამ გუნდის დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია", - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა Radio Crc-ისთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:01 / 19-02-2012
ჩვენს მკითხველთა უმრავლესობას ალბათ არაერთხელ...
13:53 / 17-02-2012
კითხვარის თითოეული პუნქტის გასწვრივ დაიწერეთ...
14:40 / 01-02-2012
ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია იმის...
ფოტოგალერეა