გერმანულ "ბოხუმში" გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა და მთავარი მწვრთნელის ანდრეას ბერგმანის ქებაც დაიმსახურა.ბერგმანის თქმით, ის მოუთმენლად ელის უახლოეს ოფიციალურ შეხვედრაში ქართველი ფორვარდის დებიუტს, რომელსაც "ბოხუმი" 5 თებერვალს როსტოკის "ჰანზასთან" გამართავს.
"გელაშვილი კარგი ფეხბურთელია და "ჰანზასთან" მომავალ მატჩში მისი იმედიც გვაქვს", - განაცხადა ვარჯიშის შემდეგ ჩვენებურის გარჯით აღფრთოვანებულმა ბერგმანმა.
მომზადებულია derwesten.de-ს მიხედვით


