არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
დავით თარგამაძის დებიუტს "შახტარში" დადებითად აფასებენ
09:42 03-02-2012
სერია A-ში დიდთოვლობის გამო "ატალანტა"-"ჯენოა", ხოლო სერია B-ში - "სამპდორია"-"ემპოლი" გადაიდო, ასე რომ, კახა კალაძე, ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე უქმად დარჩნენ. ამიტომაც ისღა დაგვრჩენია, ქართველი ლეგიონერების მონაგარს ამხანაგურ მატჩებში გადავხედოთ.

მოსკოვის "სპარტაკმა" საერთაშორისო ტურნირ "კოპა დელ სოლზე" ნორვეგიულ "რუსენბორგთან" 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 8:9 დამარცხდა. ჯანო ანანიძე მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

დავით თარგამაძემ დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "შახტარმა" საკონტროლო მატჩი ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" გამართა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მედიის გამოხმაურებებში თარგამაძე დადებითად ფასდება. ვებ-გვერდებზე ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით, მას შეტევაში საკმაოდ აქტიურად უთამაშია და რამდენიმე მწვავე გადაცემაც გაუკეთებია.

პოლონურმა "იაგელონიამ" ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკურ "კოშიცეს" 5:3 სძლია. ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ერთი გოლით შეიტანა "იაგელონიას" ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ.

"ანორთოსისმა" კვიპროსის თასის პირველი მერვედფინალური მატჩი სტუმრად 3:2 მოუგო ქვედალიგელ აპოპ-ს. დავით კვირკველიამ "ანორთოსისის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...