უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ზაკარპატიე" უჟგოროდთან ახლოს მთებში მეორე წრისთვის ემზადება. გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა ლვოვის "კარპატის" დუბლშემადგენლობასთან გამართა და 3:1 გაიმარჯვა.
უჟგოროდელებიდან თავი ქართველმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ გამოიჩინა - ლვოველთა კარი პირველად ლაშამ აიღო, შემდეგ კი მეორე გოლს საგოლე გადაცემა მიუმატა. ეს 31 წლის ქართველი ფორვარდის მიერ შეკრებაზე გატანილი მეორე გოლია - ჯერ სლოვაკეთის პირველლიგელ "ზემპლინს" გაუტანა, რომელშიც მისმა გუნდმა გაიმარჯვა - 2:1.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ მატჩში სლოვაკების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა გამყრელიძემ, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.
გუნდს ცნობილი ჩეხი სპეციალისტი ვლასტიმილ პეტრჟელა ავარჯიშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


