რუსული სპორტული საიტის "ჩემპიონატ,ქომ-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა გუნდის ქართველი ნახევარმცველი ფრანგულ "მონაკოში" არ გაუშვა. საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოთამაშე გუნდს 19 წლის ჯანოს გადაბირება ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სდომებია და მოლაპარაკებებს ამჟამად "მონაკოში" დასაქმებული მოსკოველთა ყოფილი ტექნიკური დირექტორი მართავდა, თუმცა "თეთ-წითელთა" თავკაცს ანანიძის თავის გუნდში დატოვება გადაუწყვეტია.
სხვათა შორის, ამ ზამთარს ვალერი კარპინი თავად აცხადებდა, რომ ქართველი ნახევარმცველის იჯარით რომელიმე გუნდში გაშვებას არ შეეწინააღმდეგებოდა.
უცნობია, რა თანხის გაღებას აპირებდნენ ჯანო ანანიძის სანაცვლოდ ფრანგები, ან რამდენს ითხოვდნენ რუსები. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტ-პორტალ "ტრანსფერმარკტ.დე"-ზე ჩვენებურის ფასი 2 მილიონი ევროთი განისაზღვრება.


