არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრასნოდარს" გაამარჯვებინა
14:19 05-02-2012
თურქულ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა რუსულმა კლუბმა "კრასნოდარმა", რომელშიც ერთაბაშად სამი ქართველი ლეგიონერი ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე ირიცხებიან, საკონტროლო მატჩი ჩვენთვის ნაცნობ მოლდოვურ "დაჩიასთან" გამართა.

"კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა სლავოსლიუბ მუსლინმა სასტარტო შემადგენლბაში რევიშვილი და ამისულაშვილი დააყენა.

მატჩის პირველივე წუთიდანვე ჩანდა, რომ გუნდები ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ აპირებდნენ. "კრასნოდარის" ფეხბურთელებმა პირველებმა შეუტიოს, რასაც "დაჩიას" სტანდარტული მოჰყვა, კარისკენ წასული ბურთი რევიშვილმა მუშტებით მოიგერია. ამის შემდეგ ჩვენებურს კიდევ ერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა. ამჯერად ნუკრისთან ერთი-ერთზე "დაჩიას" ფეხბურთელი ტუმბასოვიჩი გავიდა, თუმცა "დუელში" ქართველმა მეკარემ იმარჯვა და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

"დაჩიას" კარს "კრასნოდარის" თავდამსხმელებთან ერთად გუნდს მცველებიც კი უტევდნენ.

მე-11 წუთზე მეტოქის კარის აღება ამისულაშვილმა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენებურის არასახარბიელო დარტყმის შემდეგ უკვე 35-ე წუთზე კრასნოდარელმა ნიკოლას დრინჩიჩმა "დაჩიას" საჯარიმოში ჩააწოდა, რომელსაც "კრასნოდარის" კაპიტანმა ალქესანდრე ამისულაშვილმა თავური დარტყმით უპასუხა და მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა 1:0.

პირველი ნახევარი "კრასნოდარის" გამარჯვებით დასრულდა. მუსლინმა შესვენებაზე მხოლოდ ერთი შეცვლა გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის ნაცვლად მოედანზე ევგენი გოროდოვი შევიდა.

66-ე წუთზე კი გოლის ავტორი რიაბოვმა შეცვალა.

მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ოთარ მარცვალაძეც გამოვიდა, რომელმაც თავი საკმაოდ თამამი სოლო-რეიდით დაგვამახსოვრა.

როგორც კრასნოდარელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მატჩის მიმოხილვაში წერია, მარცვალაძე 89-ე წუთზე პირდაპირ ოთხ მცველზე გაიწია და სამს გაცდა კიდეც, თუმცა მეოთხემ უკვე აღარ აცადა და ბურთი აართვა.

საბოლოოდ შეხვედრა ამისულაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით, "კრასნოდარის" გამარჯვებით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...