არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმში" ბრწყინვალეა - დებიუტი გოლით! [+VIDEO]
03:25 06-02-2012
ვიდეო
როგორც მოსალოდნელი იყო, 5 თებერვალს "ბოხუმის" რიგებში ქართველი ფორვარდის - ნიკოლოზ გელაშვილის დებიუტი შედგა, თანაც როგორი - შეცვლაზე 8 წუთის შესულმა, გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"ბოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას ბერგმანმა 26 წლის ქართველი ახალწვეული 67-ე წუთზე გამოიყვანა მინდორზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. გამოცემა "კიკერი" წერს, რომ გელაშვილი გოლის გატანის მომენტში სწორ და კარგ პოზიციაზე იყო.

ქართველმა მაყურებელმაც იხილა ინტერნეტის საშუალებით ეს თამაში. ჩვენებურმა ბურთი იმ დროს მიიღო, როდესაც კარისკენ ზურგით იმყოფებოდა, მაგრამ ბურთის ქუსლით გადაგზავნა კარში არ გასჭირვებია და 2007 წლის შემდეგ "ბოხუმმა" პირველად დაამარცხა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - "ჰანზა".

"ბოხუმი იერიშზე გადადიოდა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა. მათი შეტევები ნიკოლოზ გელაშვილის მოედანზე გამოსვლამ გააძლიერა. ქართველმა სტიმული მისცა ბოხუმელებს, მეტად მოენდომებინათ და მიუხედავად იმისა, რომ "ჰანზას" კარისკენ დანიშნულმა ჯარიმამ მიზანს ვერ უწია, საბოლოოდ მეტოქეთა შეცდომა, გელაშვილმა გოლად აქცია.

ნიკოლოზ გელაშვილი დღის ადამიანი გახდა, რომელმაც "ჰანზასთან "ასე ნანატრი გამარჯვება მოუტანა "ბოხუმს" - იუწყება "კიკერი".

გამოცემა "დერვესტენი" კი ამბობს, რომ გელაშვილმა ოცნებისა და გამარჯვების გოლი გაიტანა და მოაგებინა თავის გუნდს.

გერმანულმა მედიამ ნიკოლოზ გელაშვილის გარდა უმაღლესი შეფასება მისცა "ბოხუმის" მეკარეს - ლუთეს.

გერმანიის II ბუნდესლიგა
XX ტური
დინამო (დ)-ფიურტი 3:1
გოლები: 1:0 კოხი (5), 2:0 პოტე (53), 2:1 სარარერი (63), 3:1 დედიჩი (73)

პადერბორნი-უნიონი 3:2
გოლები: 1:0 პროშვიტცი (7-პენ), 1:1 მატუშკა (14), 2:1 ბრიუკნერი (50), 3:1 მეჰა (62), 3:2 სილვიო (69)

დუისბურგი-ფრანკფურტი 1:2
გოლები: 0:1 მიჩანსკი (17), 1:1 სუკალო (47), 1:2 მიჩანსკი (68)

ალემანია-ზანკტ პაული 2:1
გოლები: 1:0 აუერი (13-პენ), 2:0 დემაი (15), 2:1 ბოლი (39)

ინგოლშტადტი-ფორტუნა 1:1
გოლები: 1:0 იკენგი (24), 1:1 ლანგენეკე (30-პენ)

კარლსრუე-აუე 2:1
გოლები: 0:1 კიონიგი (17), 1:1 პ. გროსი (22), 2:1 ს. ჰაასი (55)

აინტრახტი-ბრაუნშვაიგი 2:1
გოლები: 0:1 კრუპკე (5), 1:1 ა. მაიერი (11), 2:1 ა. მაიერი (22)

ბოხუმი-ჰანზა 2:1
გოლები: 1:0 ფედერიკო (19), 1:1 ბორგი (63), 2:1 გელაშვილი (75)

მიუნხენ 1860-კოტბუსი დღეს

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ფორტუნა 20 12 7 1 44-21 43
2. აინტრახტი 20 12 6 2 43-20 42
3. პადერბორნი 20 12 6 2 32-17 42
4. ფიურტი 20 12 4 4 42-17 40
5. ზანკტ პაული 20 12 3 5 39-23 39
6. მიუნხენ 1860 19 10 2 7 40-28 32
7. უნიონი 20 9 4 7 32-32 31
8. ბრაუნშვაიგი 20 8 5 7 26-24 29
9. ბოხუმი 20 8 3 9 27-30 27
10. დინამო (დ) 20 7 4 9 36-35 25
11. კოტბუსი 19 6 5 8 20-30 23
12. დუისბურგი 20 5 5 10 25-29 20
13. აუე 20 4 7 9 17-33 19
14. ალემანია 20 3 9 8 19-27 18
15. ფრანკფურტი 20 3 8 9 20-37 17
16. ინგოლშტადტი 20 3 6 11 22-40 15
17. კარლსრუე 20 4 3 13 21-44 15
18. ჰანზა 20 1 9 10 14-32 12

ბომბარდირები
13 - პროშვიტცი (პადერბორნი); 11 - რიოსლერი (ფორტუნა); 10 - კრუპკე (ბრაუნშვაიგი), კრუსე (ზანკტ პაული), ა. მაიერი (აინტრახტი), ნიოთე (ფიურტი), ოკეანი (ფიურტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gaga
22:01 05-02-2012
ვაა კაია გამიხარდა მიდი ნიკა მიდი
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...