არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ნიკოლოზ გელაშვილი: ამ გოლს ალექსანდრე იაშვილთან ერთად აღვნიშნავ
09:36 06-02-2012
როსტოკის "ჰანზასთან" 67-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ გელაშვილმა, რამდენიმე წუთში გუნდს გამარჯვების გოლი მოუტანა და "ბოხუმი" ცხრილში ორი საფეხურით დააწინაურა.

"ლელო" ნიკოლოზ გელაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.

- გერმანულ მედიაში შენ და "ბოხუმის" მეკარემ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეთ, თავად შენ კმაყოფილი ხარ საკუთარი თამაშით?
- კმაყოფილი ვარ, მით უფრო, რომ თვე და 10 დღე არ მითამაშია. როგორც იცით, ბოლო მატჩი "მეტალურგთან" მქონდა, მერე მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადებოდი, ახალ გუნდთანაც მხოლოდ ოთხჯერ ვივარჯიშე, ამიტომ 25 წუთიც კი ჩემთვის დიდი ნდობა იყო, არ მეგონა მწვრთნელი ამდენ დროს თუ მომცემდა სათამაშოდ.

მედიის შეფასებას რაც შეეხება, ეს ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ შეცვლაზე შემოსულმა გუნდს გამარჯვება მოვუტანე. ხარვეზები მქონდა, მაგრამ კარგია, რომ გოლი გავიტანე. ინფორმაცია იმაზე, რომ 2007 წლის შემდეგ "ბოხუმს" "ჰანზა" არ დაუმარცხებია, მხოლოდ თამაშის შემდეგ გავიგე.

- მწვრთნელმა რა გითხრა?
- მწვრთნელი არ მინახავს, ვინაიდან, სანამ მე გერმანულ მედიას ინტერვიუს ვაძლევდი, ის პრესკონფერენციაზე წავიდა. გუნდელები კი მილოცავდნენ სადებიუტო გოლს და საერთოდაც, მინდა აღვნიშნო, რომ კოლექტივიც ძალიან კარგია და ცალკეული ფეხბურთელიც.

თამაშის წინა დღეს მითხრა ანდრეას ბერგმანმა, რომ მათამაშებდა, თუმცა, დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და არ ველოდებოდი ამას,- ცოტა დავიღალე კიდეც.

- ქართველმა ფეხბურთელებმა თუ მოგილოცეს წარმატებული დებიუტი?
- საქართველოდან ზურაბ იონანიძემ და თემურ ღონღაძემ მომილოცეს, აქ კი ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა და სწორედ მასთან ერთად ვაპირებ გოლის აღნიშვნას.

დილით, 10 საათზე ვარჯიში მაქვს, შემდეგ კი კარლსრუეში მივდივარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
pirkusha
18:20 06-02-2012
წარმატებები
დათო
16:17 06-02-2012
გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. უფრო სექტემბრამდე დასახვეწად დრო ბევრი გაქვს დაიქნებ ნაკრებსაც გამოადგე.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...