31 წლის ნახევარმცველმა ლევან გვაზავამ შესაძლოა კარიერა ნალჩიკის "სპარტაკში" გააგრძელოს. რუსული გაზეთის "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ნალჩიკურ კლუბშია და კონტრაქტს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ რუსული პასპორტის მქონე ქართველ ჰავბეკს ნალჩიკის "სპარტაკში" ადრეც უთამაშია - 2006/2007 წლებში.
ბოლო დროს ლევან გვაზავა გროზნოს "ტერეკში" ირჯებოდა, სადაც 2009 წლიდან ირიცხებოდა.
რაც შეეხება ნალჩიკურ კლუბს, იქ გვაზავას ორი თანამემამულე, თავდამსხმელი დავით სირაძე და ნახევარმცველი გუჯა რუხაია ეყოლება.


