არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
დავით თარგამაძემ "შახტარის" ფორმით პირველი გოლი უკვე შეაგდო! [+VIDEO]
09:46 07-02-2012
ვიდეო
6 თებერვალს ქართველმა ლეგიონერმა დავით თარგამაძემ პირველად გაიტანა დონეცკის "შახტარის" მაისურით. მართალია, ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა, უკრაინული გრანდის ესპანურ შეკრებაზე.

"შახტარისა" და შვედური "კალმარის" ტესტ-მატჩი ესპანეთშივე დაიგეგმა. და აი, მატჩის 42-ე წუთზე, როცა აღმოსავლეთევროპელები 2:0-ს იგებდნენ, ილსინიოს ნაცვლად მინდორზე თარგამაძე გამოჩნდა.

22 წლის გარემარბის გამოსვლას შვედების გოლი დაემთხვა, თუმცა მალე თავად ქართველმა გაისროლა - მარცხენა ფლანგიდან ვილიანმა ჩამოაწოდა, სელეზნიოვმა კიდევ უფრო სიღრმისკენ გააკეთა გადაცემა და ჩვენებურმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:1.

82-ე წუთზე ის დუბლს შეასრულებდა, რომ არა სკანდინავიელთა მცველის თავგანწირვა.

საბოლოოდ, "შახტარმა" 5:1 მოიგო. ეს იყო შეკრების ბოლო მატჩი, 7 თებერვალს გუნდი შინ, დონეცკში ბრუნდება.

გთავაზობთ "შახტარის" ოფიციალური საიტის მცირე ინტერვიუს ჩვენებურთან.

- დღეს მარცხენა ფლანგი ძალიან აქტიური იყო, სწორედ იქიდან ჩამოწოდებულის შემდეგ გაიტანე, როგორ დაგამახსოვრდა ეს გოლი?
- ვილიანმა და ჟენია სელეზნიოვმა ბრწყინვალედ ითამაშეს, პასი მივიღე და კარში დავარტყი. რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გუნდის დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. ორივე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, კომპაქტურად და მეტოქეს ვაჯობეთ.

- ეს შენი პირველი გოლია "შახტარის" რიგებში.
- ძალიან კარგია დღესვე რომ შევძელი გატანა. მიხარია.

- გუნდი ბევრს თამაშობს, შენც უკვე გამოხვედი რამდენჯერმე, ეს დააჩქარებს ადაპტაციას გუნდში?
- ჯერ კიდევ დიდი ხანი არაა, რაც "შახტარში" ვარ. ალექსანდრ სპირიდონი მიხსნის ხოლმე, რა გავაკეთო შეტევაში და რა, დაცვისას. თამაშები კი ახალ თანაგუნდელებთან შესაჩვევად ზედგამოჭრილია.

- არ გეშინია, თბილი ესპანეთიდან გაყინულ დონეცკში მოხვედრა?
- ძალიან ცუდი, რომ ცივა, მაგრამ, როგორმე გადავიტან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...