არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
გერმანელი ქომაგი ნიკა გელაშვილზე: ამ ბიჭმა იცის ფეხბურთის თამაში!
10:07 07-02-2012
"ეს მაისურა, რომელსაც ჩემს ვაჟს, კობას ვჩუქნი, ჩემს კოლექციაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს", - თქვა ნიკოლოზ გელაშვილმა მეორებუნდესლიგური დებიუტის შემდეგ.

შეგახსენებთ, "ბოხუმმა" მისი ეფექტური გოლით 2:1 დაამარცხა როსტოკის "ჰანზა". ნიკამ სტუმართა კარი მოედანზე შესვლიდან 8 წუთში, ბურთთან მეორე შეხებით დალაშქრა.

გერმანული მედიის გამოხმაურების შესახებ გუშინაც გიამბეთ, დღეს კი "ბოხუმის" გულშემატკივართა მოსაზრებებს გაგაცნობთ. გერმანულ სპორტულ ფორუმებზე 26 წლის გელაშვილს უკვე არაერთი თემა მიუძღვნეს.

"პირველივე მატჩმა გვიჩვენა, რომ "ბოხუმი" სერიოზულად გაძლიერდა! კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკა!"

"დებიუტიც ასეთი უნდა! ფეხბურთელმა, რომლის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ არაფერი ვიცოდით, ნახევარ ტაიმში დაგვიმტკიცა, რომ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბება შეუძლია".

"ნახეთ გელაშვილის თამაშების მომენტები ავსტრიულ "შტურმსა" და ბელგიურ "ბრიუგესთან" და დარწმუნდებით, რომ საქმე მაღალი კლასის თავდამსხმელთან გვაქვს.
"შტურმისა" და "ბრიუგეს" დონის გუნდები მეორე ბუნდესლიგაში ალბათ არც არიან და თუკი ნიკამ მათთან შეძლო მაღალ დონეზე თამაში, რატომ უნდა გაუჭირდეს მეორე ბუნდესლიგასთან ადაპტაცია?"

"ქართველებს გერმანულ ფეხბურთთან ადაპტაცია არასდროს უჭირდათ და დარწმუნებული ვარ, გელაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "ვილი" იქნება".

"გული მიგრძნობს, რომ ნიკა კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს. "ბოხუმის" ხელმძღვანელობამ მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა იღონოს და მჯერა, მომავალ სეზონში გელაშვილის გოლებით პირველ ბუნდესლიგაში გადავალთ".

"გელაშვილი პირველი ბუნდესლიგის ზოგ ფორვარდსაც კი სჯობია. საქართველოს ჩემპიონატზე არაფერი ვიცით, მაგრამ იქნებ ღირდეს, "ბოხუმმა" მასზე დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნოს. მგონია, რომ საქართველოდან სხვა საინტერესო ფეხბურთელების წამოყვანაც შეგვიძლია".

"მან პირველივე მატჩით უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა. ამ ბიჭმა იცის ფეხბურთის თამაში!"

დაგვეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ამხელა ავანსებია გაცემული. "ბოხუმი" რიგითი გერმანული კლუბია, მაგრამ ბოლო დროს ასეთი დონის ტრანსფერებიც სანატრელი გვაქვს.

ნიკას კარგი დასაწყისი გვაიმედებს, რომ იგი "ბოხუმისთვისაც" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივაც გაუჩნდება, რაც, უპირველესად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახეირებს.

დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ გელაშვილი არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომელსაც ქება და კარგი კონტრაქტი დათვურ სამსახურს უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანელი ქომაგების კომენტარების გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებდით.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ გერმანულმა "შპორტალმა" გელაშვილს 2,5 დაუწერა, ასეთი მაღალი შეფასება კი იმ მატჩში "ბოხუმის" შემადგენლობაში არავის დაუმსახურებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არჩილ
17:26 07-02-2012
თამაშის მიმოხილვა და გელაშვილის გოლი
t.g.
16:31 07-02-2012
მაგარია
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...