არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ქართველების ბაქოს "ინტერის" ფავორიტის სტატუსი
12:45 07-02-2012
ზამთრის შეკრება დაასრულა ბაქოს "ინტერმა" - ქართველი მწვრთნელების, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილი გუნდი თითქმის 3 კვირის განმავლობაში ანთალიაში ემზადებოდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის ყველაზე "ქართულმა" გუნდმა თურქეთში 6 საკონტროლო მატჩი ჩაატარა: თურქულ "ქონიას" (3:2) და ავსტრიულ "შტურმს" (2:1) მოუგო, ალბანეთის ჩემპიონ "შკენდერბრეუსთან", უკრაინულ "ვოლინთან" და ყაზახურ "ჟეტისუსთან" შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით (0:0) დაამთავრა, ხოლო გერმანულ "კარლსრუესთან" (რომლის კაპიტანიც ალექსანდრე იაშვილი გახლავთ) 1:3 დამარცხდა.

აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: "კარლსრუეს" კარში "ინტერმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა ორივე გააუქმეს. ყველაზე უცნაური კი ის ფაქტი იყო, რომ არბიტრები აზერბაიჯანელები გახლდნენ!

ამ საკონტროლო მატჩებში, როგორც წესი, ძირითად შემადგენლობაში იწყებდნენ თამაშს "ინტერის" ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელები: 32 წლის გიორგი ლომაია, 30 წლის ილია კანდელაკი, 32 წლის ვალერი აბრამიძე და 24 წლის ბაჩანა ცხადაძე. სხვათა შორის, თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ შეხვედრებში "ინტერმა" მეტოქის კარში 6 გოლი გაიტანა და აქედან ორი ბურთი ბაჩანა ცხადაძის ანგარიშზეა ("კარლსრუესთან" და "შტურმთან").

სამწუხაროდ, შეკრებაზე ტრავმა მიიღო და ბოლო საკონტროლო მატჩი ("ჟეტისუსთან") გამოტოვა "ინტერის" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ილია კანდელაკმა. დიდია იმის ალბათობაც, რომ ამ გამოცდილმა უნივერსალმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩიც გამოტოვოს. სეზონი კი აზერბაიჯანში 10 თებერვალს განახლდება და ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე 12-ვე გუნდმა მეორე ეტაპის დაწყებამდე ოთხ-ოთხი მატჩი უნდა ჩაატაროს.

ამის შემდეგ ორი ექვსგუნდიანი ტურნირიც დაიწყება, ოღონდ, საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ყველა გუნდს უნარჩუნდება პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულები. იმასაც შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილ "ინტერს" 18 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "ნეფთჩის".

საჩემპიონო ამბიციის გარდა "ინტერი" აზერბაიჯანის თასზეც აგრძელებს ბრძოლას - მეოთხედფინალშია გასული, სადაც ორმატჩიანი დაპირისპირება ელოდება ლენქორანის "ხაზართან". შეგახსნებთ, რომ კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილი "ინტერი" 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, შარშან კი დსთ-ს თასზე გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...