გუშინ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედია მიიწვიეს და გააცნეს განცხადება, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და `მილანის~ ფეხბურთელმა, კახა კალაძემ წაიკითხა.
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, ილია II-ს
მიმართვა
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჩვენი ნაკრების ყოფილი წევრის, გამოჩენილი თავდამსხმელის, ჩვენი მეგობრის გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ. მას ბრალს სდებენ ქურდულ სამყაროსთან კავშირში, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი დემეტრაძე 16 წლისაა ასაკში მოვიდა ქართულ ფეხბურთში და ძალიან მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი. მან მრავალჯერ ასახელა თავისი ქვეყანა. თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე არაერთი ქვეყნის სტადიონზე გამოირჩეოდა თავდაუზოგავი შრომით, დისციპლინით და პატიოსნებით. იგი ყოველთვის გრძნობდა უდიდეს პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნისა და გულშემატკივრის წინაშე. ამ თვისებებიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ მოგმართოთ თხოვნით: ჩვენ ვხედავთ და დადებითად ვაფასებთ კორუფციასთან და შავ სამყაროსთან სახელმწიფოს ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ეს დადებითად აისახება მომავალი თაობის სწორად ფორმირებაში, მაგრამ, ამასთან ერთად, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი და თავდადება ქართულ ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს გიორგი დემეტრაძეს, კვლავაც ემსახუროს ქართულ ფეხბურთს.
უღრმესი პატივისცემით, კახა კალაძე და ქართული ფეხბურთის ვეტერანები.
განცხადების გაცნობის შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა:
- განცხადება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან რა კავშირშია?
- საერთოდ, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, რადგან ეს ვეტერანი ფეხბურთელების ერთობლივი წერილია და ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკასთან ნუ დააკავშირებთ.
- თქვენი აზრით, არის თუ არა დემეტრაძე დამნაშავე?
- ჩემი აზრით, გიორგი გაუგებრობაში მოხვდა.
- მას კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ჰქონდა?
- ის ფეხბურთელია, სერიოზულ გუნდებსა და ნაკრებში თამაშობდა და არა მგონია, საამისოდ დრო დარჩებოდა.
- თქვენი სურვილია, გირაოთი გამოიხსნათ?
- თუკი ეს შესაძლებელი იქნება, ამ საქმეს მე და ჩემი ოჯახი ჩავუდგებით სათავეში. გიორგი კარიერის გაგრძელებას უცხოეთში აპირებდა და ცოდოა, რომ ამის საშუალება არ მიეცეს.
განყოფილებები
ვალუტის კურსი
23-05-2012
|
1
|
EUR
|
2.0795
|
|
10
|
RON
|
4.6779
|
|
1
|
TRY
|
0.8927
|
ამინდი
თელავი
17
-
25
°C
ქუთასი
18
-
31
°C
თბილისი
15
-
25
°C
23-05-2012
ავტორები
კახა კალაძე: დემეტრაძე გაუგებრობაში მოხვდა
12:44 14-07-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
რუსთავის "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს"...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...
You must have Flash Player installed in order to see this player.
13:10 / 23-05-2012
როგორც გაირკვა, სარეკლამო ბანერი...
11:27 / 23-05-2012
"უხერხული" მოძრაობები აბრამოვიჩის შესრულებით.
11:18 / 23-05-2012
მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა მსოფლიოში...
სანამ გაალმასებულები კომენტარების წერას დაიწყებთ, მაცალეთ...სათაურში,...


