არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ყაზახები ”გაგრას” ორჯერ გაეჯიბრნენ და ორივეჯერ აჯობეს
14:01 04-02-2012
4 თებერვალს ”გაგრამ" ყაზახეთის 2011 წლის ჩემპიონ ყარაღანდის ”შახტიორთან" ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

საქართველოს თასის მფლობელმა ”შახტიორთან" პირველი შეხვედრა დათმო - 2:3. ჩვენი გუნდიდან გოლები გაიტანეს ნიკა ნარმანიამ და დავით დეკანოიძემ.

”გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას ცნობით, ყარაღანდელები უხეშობდნენ და იუბილარმა გიორგი ერისთავმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ტრავმას გადაურჩა მიხეილ სარდალიშვილი, მეტოქის მცველი უკნიდან გაშლილი ფეხით წავიდა მასზე და ფეხის რომ არ გაეწია, მისთვის თამაში ცუდად დასრულდებოდა.

გაგრა: მაღრაძე, ფალავანდიშვილი, ნარმანია, ნადირაძე, კობერიძე, კიკნაველიძე, ყურულაშვილი, ჯალიაშვილი, სარდალიშვილი, ერისთავი, როსტიაშვილი.
სათადარიგო: ბეგაშვილი, ჟიშკარიანი, დეკანოიძე, ყიფიანი.

მეორე შეხვედრა საღამოს გაიმართა და კვლავ ყაზახებმა იმარჯვეს - 0:1.

აფხაზავას თქმით, მეტოქეებმა თანაბარი რაოდენობის მომენტები შექმნეს. პირველ ტაიმში შანსი ჰქონდა შალვა კვანტალიანს, მაგრამ ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ”შახტიორმა" შეუტია და ერთ-ერთ ეპიზოდში ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენეს - კარის წინ მარტო დარჩენილ მეტოქემ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი მეკარე გიორგი ბეგაშვილმა უშეცდომოდ.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 63-ე წუთზე ბაროვსკიმ გაიტანა: ”შახტიორის" მოთამაშემ კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია...
ამის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა ყაზახი ფეხბურთელი და ბეგაშვილმა აჯობა. 82-ე წუთზე კი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ირაკლი ხუციძე, მაგრამ ბურთი კარს დიდი ამნძილით ააცილა.

სამწუხაროდ, დარჩენილ ვარჯიშებსა და ბოლო შეხვედრას გამოტოვებს ლაშა კალანდაძე, რომელსაც ”შახტიორის" მეკარესთან შეჯახების შემდეგ კოჭი გაუსივდა.

”გაგრა" : ბეგაშვილი - ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია - ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ნ. ჯიშკარიანი - ლ. სეთურიძე, ჭკუასელი - კვანტალიანი
შეცვლაზე: ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, სარდალიშვილი, ყიფიანი, როსტიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 2(2), 1 კვ.მ. სუფთა აგარაკს, აუცილებელია იყოს...
80 კვ.მ. ძველი რემონტი ბათუმის ცენტრში იყიდება კომერციული ფართი და...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 10(12), 180 კვ.მ. ევრორემონტი 2 დიდი სვ...
500 კვ.მ. კომუნიკაციები, რეესტრში გატარებული მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში, გზიდან...
3.5-ოთახიანი, ტიპიური პრ. 2(5), 71 კვ.მ. ევრორემონტი ბ/აირი, გათბობა, ინტერნეტი,...
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(5), 90 კვ.მ. ძველი რემონტი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან....
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...