არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 25 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ბრწყინვალე კარიერის დასასრული
18:32 31-08-2010

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა 34 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა გამოაცხადა. ბოლოს მორიენტესი "მარსელში" თამაშობდა, მაგრამ გაზაფხულზე კლუბთან შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

"ფეხბურთს პროფესიულ დონეზე 17 წელიწადი ვთამაშობდი. სამი თვე საკმარისი დრო მქონდა მომავალზე საფიქრებლად და გადაწყვეტილებაც მივიღე - მორჩა, მივდივარ. მოწვევები კიდევ მქონდა, ლისაბონის "სპორტინგიდან", მექსიკიდან, ყატარიდან, დუბაიდან... მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა. ფეხბურთმა უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა, საკმარისია", - განაცხადა გუშინ მორიენტესმა პრესკონფერენციაზე.

კარიერის ყველაზე საუკეთესო წლები (8 სეზონი) ფერნანდო მორიენტესმა "სამეფო კლუბში" გაატარა. 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი "რეალს" გოლით შეეშველა. პროფესიულ ასპარეზზე მორიენტესმა 573 მატჩი გამართა და 204 გოლი გაიტანა.
ფერნანდო მორიენტეს სანჩესი ესტრემადურაში, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ქალაქ კასერესში დაიბადა. პრიმერაში დებიუტი 1993 წელს "ალბასეტეს" შემადგენლობაში ჰქონდა. ორი შემდგომი სეზონი მან "სარაგოსაში" გაატარა, სადაც კარგი დუეტი შექმნა დანისთან ერთად. 1997 წელს "სამეფო კლუბმა" დაახლოებით 9 მილიონი დოლარი გადაიხადა მის სანაცვლოდ. მადრიდში განსაკუთრებით კარგი დუეტი შექმნა რაულთან ერთად. მას მერე მორიენტესმა "მონაკოში", "ლივერპულში", "ვალენსიაში" და "მარსელში" ითამაშა. ესპანეთის ნაკრებში 47 თამაშში ფორვარდმა 27 გოლი გაიტანა. მორიენტესი გახდა 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, "რეალთან" ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. "ლივერპულში" თამაშისას ასოციაციის თასს შეწვდა და ევროპის სუპერთასს, "ვალენსიაში" ყოფნისას სამეფო თასი მოიგო, "მარსელში" - საფრანგეთის ჩემპიონობა და ლიგის თასი.

 ფოტოოქროს ხანა, მორიენტესი და რაული ჩემპიონთა თასით

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 6(8), გარემონტებული ვაჟა ფშაველაზე, სველი წერტილები ახალი...
150 კვ.მ. ახალ გარემონტებული სახლი , მდებარეობს...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 3(5), სარემონტო სანზონაში მეტრო ღრმაღელესთან ახლოს. ფასი:...
1-ოთახიანი, ჩეხური პრ. 9(9), 593504480 კვ.მ. გარემონტებული გლდანის 7მ/რ-ში. ფასი:...
64 კვ.მ. ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, ლიფტი, მანსარდა, მ/წყალი, რკინის კარი...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(11), 106 კვ.მ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...