კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი, რომელმაც ესპანეთის თასზე "ვალენსიასთან" (1:1) შეხვედრაში ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ პრიმერას 22-ე ტურში "სოსიედადთან" ითამაშებს.ჩილელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაირკვა, რომ კუნთის დაზიანება სერიოზული არაა.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი "ბარსელონამ" "უდინეზედან" გადაიბირა. ფორვარდმა ესპანური კლუბის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიატანა.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით


