"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო "როსელმა" კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ გუნდის თავკაცი პეპ გვარდიოლა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს გააგრძელებს.რაც შეეხება იმას, რომ გვარდიოლა კონტრაქტს ყოველთვის თითო წლით აგრძელებს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელმა თქვა:
"გვარდიოლამ იცის, რომ მისი კონტრაქტის გასაგრძელებლად ყველაფერი მზადაა. ხოლო ის, რომ კონტრაქტის გაგრძელებას ყოველთვის მხოლოდ ერთი წლით ცდილობს, სრულიად გასაგებია. საქმე ისაა, რომ ჩვენ მწვრთნელს სურს, მუდმივად მოტივირებული იყოს.
ვფიქრობ, ის კლუბთან კონტრაქტს უახლოესი პერიოდში გააგრძელებს".


