კიევის სპორტულ კონპლექს "ოლიმპიურის" წინ მოძრაობა "ფემენმა" საპროტესტო აქცია გამართა დევიზით: "უეფა ჩვენ კარს უტევს!". შიშველი უკრაინელი გოგონების საპროტესტო აქცია ნაციონალური კამპანიის "ევრო-2012 პროსტიტუციის გარეშე"-ს ეგიდით ჩატარდა.მოძრაობა "ფემენი" უეფას გულშემატკივრების გარყვნაში, მათ ფანატიზმისა და აგრესიულობისკენ წაქეზებაში, ასევე მათ მორალურ დეგრადაციაში ადანაშაულებს.
მოძრაობა მოითხოვს უეფამ გულშემატკივრებისთვის ინფორმაციული კამპანია ჩაატაროს, რომელიც სექს-ტურიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, "ფემენი" არ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინაში ფეხბურთის გულშემატკივრები უსაფრთხოდ იქნებიან.

ვიდეო

