დონეცკის ადმინისტრაციის თავჯდომარემ ანდრეი შიშაცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ევრო-2012-ზე ინგლისელი ხულიგნების ჩამოსვლა არ უნდა მოხდეს.შეგახსნებთ, რომ ინგლისი და უკრაინა D ჯგუფში საფრანგეთთან და შვედეთთნ ერთად მოხვდა.
"უფრო მარტივი იქნება გავაფრთხილოთ და საფეხბურთო ხულიგნები არ შემოვუშვათ ქვეყანაში.
ჯობია მათი უკმაყოფილება გავიგონოთ, ვიდრე შემდეგ არეულობების შეჩერება მოგვიწიოს", - განაცხადა შიშაცკიმ.


