ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ აღიარა, რომ უეფას მიერ მისი დისკვალიფიკაციის ვადის შემცირებამ გააკვირვა. ფორვარდს უკრაინასთან ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლება. ამასთან რუნიმ აღნიშნა, რომ ტურნირის მასპინძლებთან შეხვედრა ბევრად რთული იქნება, ვიდრე ბევრს ჰგონია.
შეგახსენებთ, ფეხბურთელი "ჩერნოგორიასთან" (2:2) შესარჩევი ტურნირის მატჩში მოედნიდან გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ სასჯელის ვადა ორ მატჩამდე შეუმცირეს.
"გულწრფელად გითხრათ, გაოცებული ვიყავი. არ ველოდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ დისკვალიფიკაციის ვადის შემცირებისთვის მადლიერი ვარ.
მიხარია, რომ ჯგუფურ ტურნირში თამაშს შევძლებ. გვჯერა, რომ პლეი ოფში გავალთ, თუმცა ეს რთული იქნება. რამდენიმე წლის წინ უკრაინასთან ვთამაშობდით და მაშინ მათ კინაღამ დაგვამარცხეს. ასე რომ, ეს ყველაფერი არცთუ იოლი იქნება, როგორც ბევრი ამბობს", - განაცხადა რუნიმ.


