იტალიის ნაკრებისა და "მილანის" 29 წლის თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელმაც ნოემბერში გულზე ოპერაცია გაიკეთა, ეჭვობს, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპოინატზე თამაშს შეძლებს.მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ანტონიოზე დიდ იმედებს ამყარებს, თავად ფეხბურთელი აღდგენითი პროცესის დაჩქარებას არ აპირებს.
"ის, რაც მოხდა, ჩემთვის შოკი იყო და უპირველესად, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმთან დაბრუნება მჭირდებოდა. მოედანზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დავბრუნდები, ჯერჯერობით კი მხოლოდ ვცდილობ, ბევრი ვიარო", - განაცხადა კასანომ.
იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმირებულია ჯუზეპე როსიც, აშშ-ის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩისთვის პრანდელი "უდინეზეს" ფორვარდის ანტონიო დი ნატალეს გამოძახებას აპირებს.


