ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საკონტროლო მატჩებისთვის, რომლებიც ევრო 2012-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარდება, მეტოქეები შეარჩია. გადაწყდა, რომ ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლები ნორვეგიასა და ბელგიასთან ითამაშებენ. 26 მაისს ფაბიო კაპელოს შეგირდები ოსლოში გაემგზავრებიან, 2 ივნისს კი "უემბლიზე" ბელგიელებს უმასპინძლებენ.
კაპელო ვარაუდობს, რომ ნორვეგია და ბელგია ისეთივე ფეხბურთს აჩვენებენ, როგორსაც ჯგუფში ინგლისის მეტოქეები: საფრანგეთი, შვეიცარია და უკრაინა.


