ლევერკუზენის" ბაიერის" ნახევარმცველი, მიხაელ ბალაკი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დროს ამერიკული საკაბელო სპორტული ტელევიზიის ESPN-ის ექსპერტად იმუშავებს. თუმცა, ჯერჯერობით ბალაკს ESPN-თან კონტრაქტი არ გაუფორმებია.აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ბალაკს გუნდის თავკაც რობინ დუტთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს. ლევერკუზენელთა პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელში შეცდა.


