მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა "ვოლფსბურგთან" ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩზე ისაუბრა.ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გატანილი ორი უპასუხო გოლიდან ერთი საკუთარ ანგარიშზე მიიწერა.
"ჩვენმა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. მოგებას იმის ხარჯზე მივაღწიეთ, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე აგრესიული თამაში ვაჩვენეთ. აუცილებელია მსგავსი სულისკვეთებით განვაგრძოთ", - თქვა რობენმა.


