მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ გერმანიის ცივ ამინდბზე დაიჩივლა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მისთვის ასეთ ამინდში მუშაობა რთულია."თითოეულ ვარჯიშზე ორი წყვილი ხელთათმანი მჭირდება. თუმცა ეს გარემოება საჭირო კონცენტრაციისა და მოტივაციისთვის დაბრკოლება არ არის.
მომავალ მატჩში "ჰამბურგი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. "ბაიერნისთვის" ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.


