მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში "ჰამბურგთან" (1:1) თამაშით კმაყოფილი დარჩა."ჩემი გუნდის განწყობით და კონცენტრაციით კმაყოფილი ვარ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გამარჯვება გვსურდა. გაშვებული გოლის შემდეგ სწორად უნდა გვეთამაშა, მეტოქის გოლკიპერმა დრობნიმ რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა.
მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, მოწინააღმდეგის კარზე მეტი ზეწოლა უნდა განგვეხორციელებინა. მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების მოქმედებებში ზედმეტი სიჩქარე და უზუსტობა შეინიშნებოდა.
ამას გარდა, საკუთარ ძალებში თავდაჯერება არ გვყოფნის. რა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილის ლიდერად დარჩენა გვსურდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა", - თქვა ჰაინკესმა.


