მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი არ მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა წააგო.20 ტურის შემდეგ მიუნხენელები დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ჰოლანდიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დაკარგული ქულების ანაზღაურება შესაძლებელია.
"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ სატურნირო ცხრილს აღარ ვლიდერობთ. თუმცა წინ ბევრი მატჩია და ჩვენი მიზნების მიღწევა შეგვიძლია.
რაც შეეხება "ჰამბურგთან" ბოლო შეხვედრაში ნათამაშებ ფრეს, ამ შედეგმა იმედები გამიცრუა. თუმცა, წარსული უნდა დავივიწყოთ და უკვე შემდეგ თამაშზე უნდა გადავერთოთ", - თქვა რობენმა.


