მიუნხენის "ბაიერნი" შვეიცარიული "ბაზელის" ნახევარმცველ შერდან შაკირის შეძენასთან ახლოსაა. გერმანელები 20 წლის ნიჭიერ ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს იხდიან.
თავიდან "ბაიერნი" მიუნხენგლადბახის "ბორუსიადან" მარკო როისის გადმოყვანას გეგმავდა, მაგრამ მან "დორტმუნდი" ამჯობინა.
ვარაუდობენ, რომ შაკირის ტრანსფერის დეტალები უახლოეს დღეებში, მანამდე გადაწყდება, სანამ მიუნხენელები "ბაზელს" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შეხვდებიან.


